in

ოჯახში გენდერული დისბალანსი, 4-დან 3 ქალს აწუხებს – P&G-ის ექსპერიმენტი

P&G (Procter & Gamble)-მა ოჯახში გენდერული დისბალანსის წინააღმდეგ კამპანია #mentaldownload დაიწყო. ამ პრობლემის წარმოსაჩენად და მასზე დისკუსიისთვის, კომპანიამ, ესპანეთში სოციალური ექსპერიმენტიც ჩაატარა. აღმოჩნდა რომ ოჯახში, ქალსა და მამაკაცს შორის როლების გადანაწილების მცდელობის მიუხედავად, საოჯახო საქმეების ზედამხედველობა და გადაწყვეტილებების მიღება, ძირითადად, ქალებს უწევთ. ექსპერიმენტში, რომელიც P&G-მა კომპანია Proximity Madrid-თან ერთად განახორციელა, 2400 წყვილი მონაწილეობდა. აქედან, 71% გონებრივ გადაღლილობას უჩიოდა, ანუ ისინი მუდმივად საოჯახო საკითხების მოგვარებასა და პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრობდნენ. ეს მაჩვენებელი მამაკაცებში მხოლოდ 12% იყო. რიცხვებში კი შედეგები ასეთია: ყოველი 4 ქალიდან, 3 საოჯახო საქმეების გამო, გონებრივ გადაღლილობას უჩიოდა.

BOG

 

 

“ბიჭები არ ტირიან..”

დღეიდან, საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა ID ბარათებითაა შესაძლებელი