in ,

როგორი იქნებოდა სამყარო, თითოეულ ბავშვს დედის თვალით რომ ვხედავდეთ? – Procter & Gamble-ის ემოციური ვიდეორგოლი

წარმოიდგინეთ, რამდენად უკეთესი იქნებოდა ჩვენს ირგვლივ ყველაფერი, მსოფლიო თითოეულ ბავშვს ისეთი თვალით და იმედით რომ უყურებდეს, როგორც ამას დედები აკეთებენ. სწორედ დედები ამტკიცებენ ყველაზე უკეთ იმ ფაქტს, რომ კანის ფერს, რელიგიას, წარმომავლობას, ფიზიკურ ნაკლს თუ სექსუალურ ორიენტაციას წარმატების მიღწევასა და ოცნებების ასრულებაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ფაქტს კი საოცრად ამაღელვებლად კომპანია Procter & Gamble-ისთვის სააგენტო Wieden + Kennedy-ის მიერ მომზადებული  ემოციური სარეკლამო ვიდეორგოლი გადმოსცემს. გარდა იმისა, რომ ეს არაჩვეულებრივი სანახაობა დედების წარმოუდგენელ დამოკიდებულებასა და მათი მხარდაჭერით შთაგონებულ შვილებზე მოგვითხრობს, ის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთანაც არის დაკავშირებული, რადგან ეს სწორედ ის სპორტული მოვლენაა, სადაც არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს არ აქვს მნიშვნელობა .

ქართველი მხატვრის ხელნაკეთი თოჯინები დიდებისთვის

ფეხსაცმელი, რომელიც ზომაში იზრდება, ბავშვის ფეხთან ერთად!