28
Jun
2019

ნურაფერს დაასკვნი გარეგნობით! – P&G-ის კამპანია

28 Jun 2019

Elit Electronics


Procter & Gamble-ის კამპანია რასობრივი ცრურწმენების წინააღმდეგაა მიმართული. ვიდეორგოლში ნაჩვენებია, რა პრობლემებს აწყდება აფროამერიკელი ყოველდღიურად, ადამიანების წინასწარგანწყობის გამო. რეკლამაში ნაჩვენებია აფროამერიკელის თვალით დანახული ერთი ჩვეულებრივი დღე. სიუჟეტის თანახმად, მამაკაცი იღვიძებს და შვილი სკოლაში მიჰყავს. ბიჭუნა ერთ-ერთ მანქანაში მეგობარს ამჩნევს, თუმცა მეგობრის დედა ბავშვის დანახვისთანავე კეტავს ავტომობილის ფანჯრებს. სხვა სცენაში, წყვილი რესტორანში შედის სავახშმოდ, მაგრამ როცა მთავარ გმირს ხედავს, უსიამოვნო გამომეტყველება ეტყობა და მისგან მოშორებით ეძებს ადგილს… რეკლამა სრულდება სასამართლო პროცესით, სადაც თავიდანვე შეიძლება ივარაუდოთ, რომ მამაკაცს კანონთან პრობლემები აქვს, თუმცა ის სინამდვილეში თავად არის მოსამართლე…

Procter & Gamble-ის კამპანიამ The Talks, რომელიც რასიზმის წინააღმდეგ შეიქმნა, გასულ წელს, კანის კრეატიულ ფესტივალზე გრან პრი მოიპოვა.

განხილვა