in

ყავის ჭიქა, რომელიც გადამუშავების პროცესს ამარტივებს

უკვე დიდი ხანია, ქაღალდის ჭიქები მწვანე ალტერნატივად მიიჩნევა და ბევრი ბრენდისთვის წარმატებით ანაცვლებს პლასტმასას. მიუხედავად ამისა, ხშირად ისინი ისეთ მასალებს შეიცავს, რომლებიც გადამუშავების პროცესს ართულებს — ეს კი მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, შემაბრკოლებელი ფაქტორია, რაც მთელ იდეას წყალში ყრის.

BOG
BOG

Phade-ის შეფუთვა კი ზუსტ ნორმას იცავს, როგორც მსოფლიოში პირველი ქაღალდის ჭიქა, რომელიც უახლესი მასალა PHA-ით არის დაფარული. ეს უკანასკნელი კანოლის ფერმენტირებული ზეთისგან მიიღება. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული კვლევა, რომელიც Environmental Science & Technology-ის მიერ ჩატარდა, ცხადყოფს, თუ როგორ შეუძლია ამ გარსს პლასტმასის ტრილიონობით ნანონაწილაკის თხევად ფორმად გარდაქმნა.

ეს ახალი დიზაინი არა მხოლოდ სრულად გადამუშავებადია სახლისა და სპეციალური დაწესებულებების პირობებში, არამედ უსაფრთხოა ოკეანეებისა და წყალქვეშა არსებებისთვის. გარდა ამისა, მსგავსი შეფუთვა ამცირებს შანსს, რომ ჩვენს ყავაში მიკროპლასტიკები მოხვდება.

აპლიკაციები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების მართვაში გვეხმარება

Mailchimp-ის AI ხელსაწყოს ელ.ფოსტების დაწერა შეუძლია