in

Phantom-ს „მსოფლიოში პირველ გამჭვირვალე კომპიუტერად“ გვაცნობენ

მსოფლიოში პირველი გამჭირვალე კომპიუტერის მონიტორად წოდებული Phantom უნდა გაგაცნოთ, რომელიც Vision Instruments-მა შემოგვთავაზა. მართალია, წარსულში ბევრს ჰქონია მსგავსი მცდელობა, მაგრამ ასეთი შთამბეჭდავი ნაკლებად თუ იყო… როგორც კომპანიაში აცხადებენ: მონიტორს თქვენი კონტენტი რეალურ სივრცეში გადააქვს, აერთიანებს ციფრულ და ფიზიკურ სამყაროებს.

პროდუქტი HUD-ის ტექნოლოგიის მსგავსი მოდელით არის შექმნილი, რომელიც უმეტესად ავიაციასა და მანქანებში გამოიყენება. მისი გამჭვირვალობის ხარისხი კი ეფექტურია, მაგრამ Phantom-ს ამაზე მეტად გამჭვირვალობის მორგების უნარი გამოარჩევს სხვებისგან — პარამეტრებში სწრაფი ცვლილებით იგი გამჭვირვალე ეკრანს ტრადიციულ მონიტორად გადააქცევს, არჩევანი კი 3 ვარიანტს შორის უნდა გააკეთოთ.

საინტერესოა, რომ დღეს ექიმები ადამიანებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ეკრანებთან, თვალის გამოფიტვის თავიდან არიდების მიზნით ურჩევენ, სხვა რაღაცებისკენ გაიხედონ ხოლმე… Phantom-ის შემთხვევაში კი ამის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან ციფრულ და ფიზიკურ სამყაროებს აერთიანებს.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, მონიტორს USB Type-C და HDMI პორტი ახლავს, რაც ნებისმიერ კომპიუტერთან მუშაობის შესაძლებლობას იძლევა ან თუნდაც სათამაშო სისტემასთან და ტელეფონთან. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 24-დიუმიანი 4K მონიტორი სხვა გამჭვირვალე ვარიანტებისგან რეგულირების შესაძლებლობით გამოირჩევა. 16:9 ასპექტის თანაფარდობას გვთავაზობს, 5000 ნიტამდე სიკაშკაშესა და sRGB-ის 100-პროცენტიან დაფარვას. 

Vision Instruments-ს უკვე დაწყებული აქვს წინასწარი შეკვეთების მიღება, თუმცა რაოდენობა შეზღუდულია და მსოფლიოს მასშტაბით ჯერ მხოლოდ 10 ერთეულის გამოშვებას აპირებენ. ოღონდ ფასზე ჯერ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ…

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

„ფასდაკლება, რომელზეც არ დაობენ” – ICR HOME-მა შავი პარასკევის შეთავაზებები დაიწყო!