in

ქართული სტარტაპი PHARAO Unicorn Startup Battle International-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა!

Startauperi
Startauperi

ქართული სტარტაპი PHARAO Unicorn Startup Battle International-ზე საქართველოს სახელით იქნა წარდგენილი, სადაც გამარჯვება მოიპოვა და შედეგად, ფინალში მოხვდა. საბოლოო ეტაპი დეკემბერში გაიმართება და როგორც მისი დამფუძნებელი, ირაკლი გამყრელიძე ამბობს, „ბოლომდე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის“.

ვინც ჯერ არ იცით, PHARAO ადამიანების 3D ავატარების ბიბლიოთეკას ქმნის, აკავშირებს მოდელებსა და ციფრულ ინდუსტრიებს, რაც საბოლოოდ ამ ავატარებით მრავალჯერად ვაჭრობას ემსახურება. ზემოთ ხსენებულ შეჯიბრში კი საქართველოში ჩატარებული Unicorn Startup Battle Georgia კონკურსში გამარჯვების შედეგად მოხვდა.

„გამარჯვება და ფინალში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია…! ესაა იდეის ვალიდაციისა და ინვესტორების ყურადღების მიქცევის ძალიან ეფექტური გზა…“ — ამბობს ირაკლი გამყრელიძე.

 

საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი შრიფტი გააციფრულეს

საინტერესო პოდკასტი — მიღწევები მედიცინაში: აქონდროპლაზია უკვე განკურნებადია