in

ქართველმა გოგონამ Pharell-ის 3D ფიგურა შექმნა

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილმა მომღერალმა Pharell Williams გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც მისივე 3D ფიგურასთან ერთად დგას. გარდა იმისა, რომ ფოტოც და თავად ფიგურაც საკმაოდ სახალისოდ გამოიყურება, ამ ამბავში განსაკუთრებული ის არის, რომ იგი ქართველი დიზაინერის, მარიტა ნემსაძის შექმნილია.

bog
bog-mob

 

მას შემდეგ, რაც თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მარიტა ნემსაძე 2005 წლიდან ლონდონში ცხოვრობს. ყოველთვის სურდა Central Saint Martin-ში ესწავლა და ამ მიზნით აქ რამდენიმე ხანმოკლე კურსი გაიარა, შემდეგ კი ასევე CSM-ში ბაკალავრსა და მაგისტრატურაზე განაგრძო სწავლა. 2009 წლიდან სამოსის დიზაინითა და შექმნით აქტიურადაა დაკავებული. როგორც თავად გვითხრა, ძირითადად, სხვა და სხვა დიზაინერისთვისა თუ ფოტოგრაფისთვის ქმნის სამოსს.

ნაქსოვი 3D ფიგურის შექმნის მცდელობა სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა, რომელიც საკმაოდ წარმატებულად განახორციელა. მან იაპონელი არტისტის ნახატი 3D ფორმატში მოქსოვა, რომელიც პარიზის ერთ-ერთ გალერეაში გამოიფინა. ფარელმა მისი ნამუშევარი სწორედ აქ იხილა და აღფრთოვანდა. შემდეგ ამას საქმიანი ვახშამი მოჰყვა, სწორედ აქ გადაწყდა მისი ასეთივე 3D ფიგურის შექმნა.

ამჟამად ნამუშევარი პარიზის მუზეუმ Musée Guimet-შია გამოფენილი, რომელიც მალე მსოფლიოს სხვა ქალაქებსა და მუზეუმებშიც გამოიფინება. როგორც თავად მარიტამ შეგვატყობინა, ფარელ უილიამსთან დაკავშირებით კიდევ უნდა ველოდოთ სიახლეებს, თუმცა, მანამდე მისივე ნამუშევრის სურათებს გთავაზობთ:

CNN: თბილისი – ქალაქი, სადაც ნამდვილად ღირს მოგზაურობა 

როგორ მოგიქსოვთ წინდებსა თუ ხელთათმანებს ხელოვნური ინტელექტი