in

“შეუძლებელია არ იტირო, როდესაც მთელი მსოფლიო შენს სიმღერაზე ვიდეოს იღებს” – Pharrell Williams

მარტში ამერიკელი მუსიკოსი – Pharrell Williams-ი ერთ-ერთ ფრანგულ ტელეშოუში მიიწვიეს. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე აჩვენეს ვიდეო, თუ როგორ  იღებდნენ მსოფლიოს ყველა კუთხეში  ფან-ვიდეოებს მის თრექზე Happy.

მუსიკა 2013 წელს ანიმაციური ფილმისთვის Despicable Me 2-სათვის დაიწერა და ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ის ასეთი წარმატებული გახდებოდა. მომღერლის განცხადებით მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფანები არიან. თებერვალში ფარელმა Mastercard-ის პროექტ #PricelessSurprises-ში მიიღო მონაწილეობა.

ფარელი ასევე მეგობრობს Red Bull-თან – კომპანიამ მისი თრექი სარეკლამო რგოლში გამოიყენა, სადაც რედ ბულის სამყარო (World Of Red Bull) არის ნაჩვენები.

რაც შეეხება ფარელის ტირილს – იტირებდა აბა რა! – საოცარი გრძნობა უნდა იყოს, როდესაც ხედავ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც შენს მუსიკაზე ცეკვავენ!

გათხოვდება და ქმარი მიხედავს! – დაანგრიე სტერეოტიპი, შეიცვალე აზრი.

თბილისი საცობების გარეშე – CT Park!