„ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელი 2025 წელს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს – მას საკვები დანამატების საერთაშორისო პრემიუმ ბრენდი New Nordic შემოუერთდა. New Nordic-ის პროდუქტები უკვე 30 წელზე მეტია წარმოდგენილია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში და პოპულარობით სარგებლობს ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში. ბრენდს მიღებული აქვს უამრავი საერთაშორისო ჯილდო და პრიზები ადამიანების ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შექმნის ინოვაციური, სრულიად განსხვავებული მიდგომისთვის. ბუნებასთან ახლოს… ვიკინგების დროინდელი სკანდინავიური ტრადიციით შექმნილი ბრენდი ადამიანებს ძალას, ენერგიას, სილამაზესა და სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობას აძლევს.
„მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვხვდებოდი სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მცენარეთა მრავალფეროვნებას იყენებდნენ. სწორედ აქედან დაიბადა ჩემი უდიდესი სიყვარული ბუნებისა და მისი გულუხვი საჩუქრების მიმართ. ჩემს ოცნებად იქცა, შემექნა კომპანია, სადაც ბუნებისგან ნაბოძები პროდუქტები შეიქმნებოდა და მიანიჭებდა ადამიანებს ძალას, ენერგიას, სილამაზესა და მუდმივი ახალგაზრდობის შეგრძნებას.” – აღნიშნავს კომპანია New Nordic-ის დამფუძნებელი, კარლ კრისტიან ბერგმან იანსენი.
New Nordic-ი 1990 წელს დაარსდა სკანდინავიური ფილოსოფიითა და მკაფიო მისიით “Inside-out” – სილამაზისა და შინაგანი მდგომარეობის განცდა იწყება შიგნიდან, ორგანიზმისა და ბუნების ჰარმონიული შერწყმის შედეგად. ბრენდის პროდუქცია იწარმოება შვედეთსა და დანიაში, GMP (Good Manufacturing Practice) საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. საკვები დანამატები იქმნება მხოლოდ ველური ბუნების წიაღში მოპოვებული მცენარეული ნედლეულის, ვიტამინებისა და მინერალების გამოყენებით. ინგრედიენტების შერჩევა ხდება საფუძვლიანი სამეცნიერო კვლევებით, ხარისხი და ეფექტიანობა კი დამოწმებულია სერტიფიცირებულ ლაბორატორიებში.
„ფარმსახლის“ აფთიაქებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელი უკვე აღმოაჩენს New Nordic-ის ბესთსელერ პროდუქტებს როგორც ქალების, ასევე მამაკაცებისთვის.
Apple Cider 600™– ვაშლის ძმრის შემცველი კომპლექსი 20 წლიანი გამოცდილებით ჯანსაღი მეტაბოლიზმის შესანარჩუნებლად და წონის კონტროლისთვის. მრავალჯერ დაჯილდოებული და აღიარებულია როგორც საუკეთესო გასახდომი და დეტოქს საშუალება.
Hair Volume™ – 13-წლიანი გამოცდილების, არაერთი კონკურსის გამარჯვებული და ჯილდოს მფლობელი ბრენდი თმის ჯანსაღი ზრდისა და მოცულობის გაუმჯობესებისთვის.
Multivitamin for Women™/Multivitamin for Men™ – დანამატები, რომლებიც ზრუნავენ ქალისა და მამაკაცის ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე, სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.
New Nordic-ის ხაზში ასევე აღმოაჩენთ სპეციალიზებულ პრემიუმ დანამატებს იმუნიტეტის მხარდასაჭერად, თვალის, სმენის, შარდ-სასქესო სისტემის, ღვიძლის, გულისა და თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის.
„მოხარული ვართ, რომ „ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელს შემოუერთდა ისეთი ცნობილი, საერთაშორისო ბრენდი, როგორიც New Nordic-ია. უკვე ათწლეულზე მეტია ის გლობალური ფარმაცევტული ბაზრის ლიდერებს შორის არის. ბრენდის პროდუქტები მსოფლიო ბესთსელერებად არის აღიარებული. ჩვენი ფარმაცევტების კვალიფიკაციითა და გამოცდილებით, ჩვენ შევძლებთ მომხმარებლამდე მივიტანოთ New Nordic-ის პროდუქტების ყველა ღირებულება: ბუნებრიობა, სამეცნიერო ვალიდობა და სკანდინავიური სანდოობა. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს მომავალში ბრენდი ისეთივე პოპულარული გახდება საქართველოში, როგორც მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებში.“ – აღნიშნავს ლიკა ლობჟანიძე, ფარმსახლის დამფუძნებელი.
New Nordic-ის პროდუქცია ექსკლუზიურად „ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელში უკვე წარმოდგენილია. „ფარმსახლი“ არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სააფთიაქო ქსელი საქართველოში, რომელიც ცნობილია ჯანმრთელობისა და სილამაზის ყველაზე მოთხოვნადი ბრენდებით, როგორიც არის ერბორიანი, ლოქსიტანი, რექსალაინი, მელვიტა, ვიტრუმი, ვალმარკი, ბიონიკე და სხვა. New Nordic-ი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, იზრუნოს სილამაზეზე, ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ყველაზე ბუნებრივი, ნატურალური და უსაფრთხო ფორმულებით.
[პარტნიორის კონტენტი]