in

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი – “ფარმადეპო” გაიხსნა

15 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი – “ფარმადეპო” გაიხსნა. ფარმადეპო ნიქოზის ამბულატორიის ტერიტორიაზეა განთავსებული და სოფლის მოსახლეობას ევროპაში აღიარებული მაღალი ხარისხის მედიკამენტების ფართო არჩევანს სთავაზობს, აფთიაქში ასევე წარმოდგენილია კოსმეტიკური ნაწარმი, თავის მოვლის საშუალებები და ბავშვის ხაზის პროდუქტები.

სიამაყით მინდა მოგახსენოთ, რომ ფარმადეპო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში გავხსენით, ეს ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო და ამავდროულად ემოციურია. ამ სოფლების მცხოვრებლებს ბევრი პრობლემა აწუხებთ და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ აფთიაქის არ არსებობა იყო. მათ მედიკამენტებისა, თუ სხვა აფთიაქში წარმოდგენილი პროდუქტების შესაძენად გორში უწევდათ ჩასვლა, რაც დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებითაა. ძნელია გადმოგცეთ ის ემოციები, ფარმადეპოს გახსნის დღეს, რაც მოსახლეობისგან მოდიოდა. ჩვენ ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას ამ ადამიანების მიმართ და შევეცდებით მაქსიმალურად ვიზრუნოთ და გავზარდოთ მათი ხელმისაწვდომობა ჩვენს პროდუქტებზე“ – განაცხადა ფარმადეპოს მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელძღვანელმა ნიკი გობეჯიშვილმა.

ფარმადეპო საქართველოს მაშტაბით 218 აფთიაქს აერთიანებს. კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებელზე ზრუნვა და საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში აღიარებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

 

[R]

მადლიერების კულტურა – რა მოსწონთ და რა აღიზიანებთ თანამშრომლებს მენეჯერების ქცევაში?

Reddit-მა აუდიო ჩათის ოთახები შექმნა!