in

#ვიზრუნოთერთმანეთზე – „ფარმადეპოს“ კამპანია

პანდემიის პრობლემებმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა სტარტაპ და მცირე ბიზნესს. არაერთ კომპანიას გაუჭირდა ბიზნეს საქმიანობის წარმოება და დღეს მათ ძალიან რთული პერიოდი უდგათ.

„ფარმადეპო, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, პერმანენტულად ახორციელებს CSR აქტივობებს და მის ანგარიშზე არაერთი ღირებული პროექტია“.  

ვფიქრობდით, რით შეიძლებოდა, დავხმარებოდით და ჩვენი წვლილი შეგვეტანა პანდემიის შედეგად მცირე ბიზნესისთვის მიყენებული ზარალის გადალახვაში, რომ მათ ფეხზე წამოდგომაში დავხმარებოდით. ჩვენ თანამშრომლობა დავიწყეთ Commodus-სთან, რომელიც უკვე სამი წელია ქმნის ქართულ, ხელნაკეთ პროდუქტს. მოვახდინეთ გარკვეული რაოდენობის ჭიქების შესყიდვა, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს, კონკრეტული შენაძენის შემთხვევაში, ვჩუქნით“, – ამბობს „ფარმადეპოს“ მარკეტინგის და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ნიკი გობეჯიშვილი.

ბოლო ერთი წელი, ჩვენთვის, ძალიან რთული იყო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა „ფარმადეპო“, ძალიან საინტერესო და საჭირო ინიციატივით. ჩვენთვის ეს იყო ფაქტობრივად გადარჩება! შევძელით იგივე შემადგენლობით გაგვეგრძელებინა მუშაობა, გვახარებს ის ფაქტიც, რომ ჩვენს ხელნაკეთ ჭიქას რამდენიმე ათასი ადამიანი მიიღებს საჩუქრად“, – ამბობს კომპანია Commodus-ის დამფუძნებელი ირინა მუჯირი.

„ფარმადეპოს“ მიზანია ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციისა და წარმოების განვითარებას. ამ მიმართულებით კომპანია მომავალშიც აპირებს პოზიციონირებას.

[R]

NASA აპრილის დასაწყისში Ingenuity-ის პირველ სატესტო ფრენას გეგმავს!

WEEKSy – თქვენი კომპანიის სპეციფიკაზე მორგებული სამუშაო საათების აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა