in

„გამწვანებული სკვერი, ჯანსაღი გარემოსთვის“ – ფარმადეპოს ახალი პროექტი

უკვე 13 წელია „ფარმადეპოს“ ბრენდის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს CSR სტრატეგიის განვითარებას. ამ მიმართულებით კომპანიის ანგარიშზე არაერთი ღირებული პროექტია.

„გამწვანებული სკვერი, ჯანსაღი გარემოსთვის“, ეს არის კომპანიის ახალი პროექტი, რომლის მიზანია საზოგადოების მაქსიმალური ჩართვა გარემოს დაცვით საკითხებში. პროექტის ფარგლებში, პეკინის 17 ნომერში განხორციელდა: 16 სხვადასხვა სახეობის, ჯამში 78 ნერგის დარგვა, ლამპიონებისა და განათებების მონტაჟი; ასევე საფარისა და დეკორატიული ბილიკების მოწყობა.

როგორც ფარმადეპოში აცხადებენ:  – „ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ. ამ ინიციატივის მიზანია  საზოგადოების მაქსიმალური ჩართვა გარემოს დაცვისკენ მიმართულ აქტივობებში, როგორიცაა გარემოს დასუფთავება, მცენარეების დარგვა და მოვლა, პოლიეთილენის მოხმარების შემცირების აგიტაცია … რაც საბოლოო ჯამში აისახება მოსახლეობის კეთილდღეობასა და სოციალური გარემოს განვითარებაზე. ვფიქრობთ, გარემოზე ზრუნვა ჩვენი უბნის ეზოებიდან უნდა იწყებოდეს, სწორედ იმ ადგილებიდან, სადაც დიდ დროს ვატარებთ ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად.

ძალიან სასიხარულოა, რომ გახსნის დღეს მაქსიმალური ჩართულობა იყო ბავშვების მხრიდან, მცენარეებს მათი სახელები დავარქვით, ვასწავლეთ მოვლის პრინციპები, გადავეცით ყველა საჭირო ინვენტარი და სამომავლოდ ყველა თავის სახელობით ნერგს მოუვლის და გაუფრთხილდება. ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად მოგვეხდინა მათი ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის მიმართულებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ამ პროცესებში; რომ ჩვენი ქმედება შედეგის პირდაპირპროპორციულია და ადამიანის როლი ძალიან დიდია. კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას: ნუ დაანაგვიანებ, გაუფრთხილდი გარემოს და იზრუნე მასზე! „ზრუნვით იცვლება სამყარო!

პროექტი განხორციელდა გაერთიანება „ახალი საზოგადოების“ მხარდაჭერით. -„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ამ პროექტში ჩართულობა.რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროექტი ემსახურებოდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ბავშვების ჯანსაღ განვითარებას, იქნება ეს მათი ფიზიკური აქტიობით დაკავება, თუ მათი ჩართვა გარემოზე ზრუნვის პროცესში. გარემო ახდენს გავლენას ადამიანზე, შესაბამისად გარემოზე ზრუნვა მოსახლეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი საშუალებაა.“- განაცხადა ახალი საზოგადოების ხელმძღვანელმა ლუკა ქამუშაძემ.

ფარმადეპოში  აცხადებენ, რომ ეს პროექტი არ არის ერთჯერადი და სამომავლოდ დაგეგმილია კიდევ რამდენიმე სკვერის მოწყობა/გამწვანება.

[პარტნიორის კონტენტი]

დღეიდან, „მავერიკები“ დაგვიძახეთ! – 4MEDIA-ს დიდი ტრანსფორმაცია

Neon Warrior-ის ახალი ალბომი CES Records-ზე გამოვიდა