in

„მადლობა შენ!“ – როგორ ჩაერთოთ ფარმადეპოს საახალწლო კამპანიაში?

ჩვენ გარშემო, ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება, ვისაც სიამოვნებით გადავუხდიდით მადლობას იმ, ერთი შეხედვით, პატარა სიხარულისთვის, რასაც ჩვენთვის ქმნიან. ზოგი გემოვნებიან მუსიკას გვიზიარებს, ზოგს ჩვენი დაბადების დღე „უფეისბუქოდაც“ ახსოვს, ზოგთანაც – ყოველთვის მხიარულ განწყობაზე ვართ და ზოგსაც მოკითხვის გარეშე ახსენდება ჩვენი წიგნების უკან დაბრუნება. სწორედ ასეთი ადამიანების დასასაჩუქრებლად, ფარმადეპომ საახალწლო კამპანია „მადლობა შენ“ წამოიწყო.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ფარმადეპოს პლატფორმა madlobashen.ge, სადაც შეგიძლიათ შექმნათ ბარათი, სპეციალურად თქვენი მეგობრისთვის, რომ ამით მისდამი მადლიერებაც გამოხატოთ და ფარმადეპოს რომელიმე ბრენდის პროდუქტზე ფასდაკლებაც აჩუქოთ. კამპანიაში ჩართვა 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლითაა შესაძლებელი. კამპანიის წესებს ამ ვიდეორგოლში გაეცნობით.

ეს კი, ფარმადეპოს ბარათებია, რომელთა გაგზავნაც შეგიძლიათ ადრესატისთვის.

 

„ვეზირი“ 25 წლის გახდა! – ტელეკომუნიკაციისა და უსაფრთხოების კომპანიის განვლილი გზა და სამომავლო გეგმები! 

WhatsApp ბიზნესის კატეგორიაში ახალ ფუნქციას ნერგავს!