in

მედიკამენტები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად

„კომპანია „ფარმადეპო“ 12 წელია, მომხმარებელს საუკეთესო ფასს სთავაზობს, მედიკამენტების შესაძენად. სააფთიაქო ქსელი მუდმივად გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და შესაბამისი, სოციალური პროექტებით. მსგავსი ტიპის აქტივობებმა კიდევ უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა პანდემიის პირობებში. ჩვენ გასული წლის დეკემბერში, ავამოქმედეთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლისთვის რამდენიმე დასახელების კარდიოლოგიური, ქრონიკული მედიკამენტების შეძენა შესაძლებელი გახდა 1 ლარად“.

17 თებერვლიდან, ეს პროექტი კიდევ უფრო ფართოვდება და მასშტაბურ სახეს იღებს – დღეიდან, საქართველოს ყველა მოქალაქე შეძლებს, შეიძინოს არა მხოლოდ კარდიოლოგიური, არამედ სხვა ქრონიკული დაავადების სამკურნალო ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტებიც. ასევე, რაც პანდემიური სიტუაციის გამო ძალიან მნიშვნელოვანია, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში, „ფარმადეპოს“ ნებისმიერ აფთიაქში მომხმარებელი შეძლებს, შეიძინოს იმუნიტეტის გამაძლიერებელი ვიტამინი სიმბოლურ ფასად -1 ლარად!

პროექტის პირობა გავრცელდება მედიკამენტებზე: „ამლოდიპინი“, „ბისოპროლოლი“, „ლამოტრიჯინი“; „სპირონოლაქტონი“; „ციპროფლოქსაცინი“ თვ. წვეთები და C ვიტამინი. აღნიშნული პირობით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა საკმარისია, წარადგინოს (არ არსებობის შემთხვევაში კი აფთიაქშივე აიღოს) „ფარმადეპოს“ მწვანე ბარათი.

მედიკამენტების ჩამონათვალი:

ამლოდიპინი 5მგ #30 აბი – 1ლარი

ამლოდიპინი 10მგ #28/30 აბი – 1ლარი

ბისოპროლოლი 5მგ #30 აბი – 1ლარი

ბისოპროლოლი 10მგ #30 აბი – 1ლარი

• ვიტამინი C 1000 მგ ფხვ. N 20

სპირონოლაქტონი 25მგ N 30

ლამოტრიჯინი 50მგ N 56

ლამოტრიჯინი 100 მგ N 56

ციპროფლოქსაცინი თვალის წვეთები 0,3% 5მლ N 1

შეგახსენებთ, რომ „ფარმადეპო“ 210 აფთიაქით არის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი – როგორც თბილისში, ისე – რეგიონებში.

 

[R]

ბაკურიანი „A“ კლასის მსოფლიო ტურნირების მასპინძელი ხდება

ხელოვნების ბაზრის მომავალი – კრისტის აუქციონი პირველ NFT ხელოვნების ნიმუშს ყიდის