სულ ცოტა ხნის წინ სააფთიაქო ქსელმა “ფარმადეპო” ახალი, გარემოსდაცვითი პროექტი წამოიწყო. ამ ინიციატივის მთავარი მიზანი კი პოლიეთილენით დაბინძურების შემცირება და საზოგადოებაში ნაჭრის ჩანთების გამოყენების დანერგვაა. ფარმადეპოს ახალი პროექტის მთავარი მესიჯია: “ჩვენი ქმედება შედეგის პირდაპირპროპორციულია”. სწორედ ამ პირდაპირპროპორციულობის, კამპანიის არსისა და სამომავლო მიზნების შესახებ ფამადეპოს ქსელის მარკეტინგის ხელმძღვანელს, ნიკი გობეჯიშვილს გავესაუბრეთ:
M: მოგვიყევით ფარმადეპოს ახალი კამპანიის შესახებ..
ფარმადეპო მეთერთმეტე წელია, რაც ბაზარზეა. მან პირველმა დანერგა ხმარებაში ქაღალდის პარკები იმისთვის, რომ პოლიეთილენის გამოყენება შეემცირებინა. მას შემდეგ, ფარმადეპო პერიოდულად მუშაობს ამ საკითხზე და ცდილობს, ამ კუთხით ცნობიერება აამაღლოს.
ამავე მიზნით, სულ ცოტა ხნის წინ წამოვიწყეთ ნაჭრის ჩანთების კამპანია, რომელთა შეძენაც უკვე ქსელის ყველა აფთიაქშია შესაძლებელი.
ჩანთა ლამაზია და ატარებს მესიჯს, რომელიც შიდა მხარეს აქვს დართული, მაგალითად: “ასობით გადარჩენილი თოლია”, “ასობით გადარჩენილი დელფინი..” შესაბამისად, ჩანთიდან ნივთის ამოღებისას მომხმარებელს ყოველთვის გაახსენდება, რომ გარემოს დაცვას აქტიურად უწყობს ხელს.
ჩანთას ასევე აქვს დატანილი შტრიხკოდი, რომლითაც მომხმარებელი ქსელის ყველა აფთიაქში დამატებით ფასდაკლებას მიიღებს. სამომავლოდ ვგეგმავთ, ამ ჩანთების მეშვეობით სხვა დაწესებულებებშიც მიიღოს მომხმარებელმა ფასდაკლება. ამჟამად ამ კომპანიებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გეგმის განხორციელებას, დიდი ალბათობით, 2020-ში შევძლებთ.

M: საიდან მოვიდა მსგავსი პროექტის შექმნის ინსპირაცია?
თუკი სტატისტიკას გადახედავთ, თითოეული პოლიეთილენის პარკის გახრწნას 5 საუკუნე სჭირდება. დღის განმავლობაში კი ერთი ადამიანი საშუალოდ 10 ასეთ პარკს მოიხმარს. რეალურად, პოლიეთილენის პარკი სულ მცირე ხნით გვჭირდება, მაშინ, როდესაც დედამიწას მისი გამოყენებით დიდ ზიანს ვაყენებთ. ამ პარკის გამოყენების შედეგად, სამი მიმართულებით ვაზიანებთ გარემოს: ვაზიანებთ ჰაერს, მიწას და წყალს, შესაბამისად, საფრთხეს ვუქმნით ცხოველებს, წყლის ბინადრებს, ფრინველებსა და მცენარეებს.
სწორედ ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ გააზრების შემდეგ დავიწყეთ სარეკლამო სააგენტო Watergunz-თან ერთად მუშაობა. ჩამოვყალიბდით კამპანიის სიტყვიერ მესიჯზე, რომ ჩვენი თითოეული ქმედება შედეგის პირდაპირპროპორციულია. დიახ, ეს ზუსტად ასახავს ჩვენი და გარემოს ურთიერთქმედებას და სწორედ აქედან შევქმენით კამპანიის ლოგოც – პირდაპირპროპორციულობის ნიშანი.
M: როგორ ფიქრობთ, რატომ არის საჭირო, სხვა კომპანიებმაც/დაწესებულებებმაც გამოიჩინონ ამგვარი ინიციატივები?
სწორედ იმიტომ გადავწყვიტეთ სხვა კომპანიებთანაც თანამშრომლობა, რომ გვგონია, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ საკითხზე. ეს არ არის შორეული პრობლემა – თუკი სტატისტიკას გადახედავთ, დაინახავთ, რომ წყლისა და მიწის დაბინძურების 70% პოლიეთილენის პარკებზე მოდის. ეს პრობლემა აქვეა, ჩვენთან ახლოს. ამიტომაც, თუკი გვინდა, რომ ჩვენს შვილებს უსაფრთხო მომავალი შევუქმნათ, ახლავე უნდა დავიწყოთ გარემოზე ზრუნვა.

იმის შესახებ, თუ რატომ იყო კამპანიაზე მუშაობა საინტერესო, საკომუნიკაციო სააგენტო Watergunz-ის არტ დირექტორს, ნათია ჯაბანაშვილს გავესაუბრეთ:
M: კამპანიის კონცეფციის ვიზუალურ გამოხატვაზე მოგვიყევით – რა ფორმით განახორციელეთ ეს?
ეს კამპანია გაკეთდა ერთი მთავარი მიზეზის გამო:
პოლიეთილენის გამოყენებისას, ადამიანების უმრავლესობა რატომღაც ვერ აღვიქვამთ, ამ ქმედებით რამდენად დიდ ზიანს ვაყენებთ გარემოს. დავალება მოიცავდა ვიდეოს გადაღებას, რომლის შინაარსიც ფარმადეპოს ეკომეგობრული დამოკიდებულების შესახებ მოგვითხრობდა – ბრენდმა წლებია, შეამცირა პოლიეთილენის პარკების მოხმარება. ვიფიქრეთ, გაგვეკეთებინა ისეთი კამპანია, რომელიც მხოლოდ ვიდეორგოლით არ შემოიფარგლებოდა. შესაბამისად, დავამატეთ სხვადასხვა კომპონენტი. შეიქმნა სიმბოლო და ილუსტრაციები, რომლებიც საკუთარ თავში მოიცავდა პრობლემების (მიწის, ჰაერის და წყლის დაბინძურების) საინტერესო ვიზუალური გზით თხრობას.

M: რას გამოხატავს ლოგო? და საიდან მოვიდა ინსპირაცია/იდეა ამ ლოგოს შექმნის?
სიმბოლოს შემუშავებისას, რისი გამოხატვაც ყველაზე მეტად გვინდოდა, იყო ის, რომ პოლიეთილენის პარკების მოხმარება მსოფლიო ეკოსისტემის დაზიანების პირდაპირპროპორციულია და ჩვენი დღევანდელი ქმედებები აისახება ჩვენს მომავალზე. აქედან გამომდინარე, გამოვიყენეთ პირდაპირპროპორციულობის უტრირებული სიმბოლო, რომელსაც ვიზუალურ გაშლაში ილუსტრირებულს ვიყენებთ. ირემი – მიწის დაბინძურების ამსახველია, თოლია- ჰაერის და დელფინი – წყლის. ყველა ბინადარი კი საქართველოს მიხედვითაა შერჩეული.
Credits:
Agency – watergunz
Client – Pharmadepot
Production Company – Enkeny Films
Creative Director – Bacho Meburishvili
Executive Creative Director – Toy Rua Toidze
Art Director and Illustrator – Natia Jabanashvili
Account Manager – Tatia Jikia
Project Manager – Nini Dvalishvili
Strategists – Mariam Mikelashvili, Elene Gugushvili
Director – Mamuka Tkeshelashvili
Producers – Sophio Orjonikidze, Beqa Kirtava
Video Team – Gela Kobakhidze, Ioane Tkeshelashvili
Production Coordinator – Mariam Khidirbegishvili
Production Designer – Melano Zibzibadze
Assistant Production Designer – Mariam Iakobashvili
Color Correction – Levan Kukhashvili
CG Artist – Yervand Muradian
Sound Editor – Tornike Karchkhadze
Special thanks to Qeto Veshaguri, Tornike Chokheli, Tekla Baramashvili, Nini Enukidze and Baia Lomsadze
[R]











