ცნობილმა მრავალმხრივმა არტისტმა, ფარელ უილიამსმა ცირკულარული ეკონომიკის კომპანია Pentatonic-თან თანამშრომლობით გადამუშავებული მეორადი ნივთებისგან სასადილო ნაკრები შექმნა. ნაკრები მოიცავს დანას, ჩანგალს, კოვზს, საწრუპსა და ჩხირებს. ისინი დამზადებულია გადამუშავებული CD დისკებისა და საკვების შეფუთვებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ ნაკრები საკმაოდ კომპაქტური და პორტატულია და მისი წონა დაახლოებით საშუალო ზომის სმარტფონის წონის ტოლია. ნაკრების ფასი 59$-ია.


















