in

Pharrell Williams x LEGO — ბიოგრაფიული ანიმაციის თრეილერი

ფარელ უილიამსმა, Louis Vuitton-ის მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის კრეატიულმა დირექტორმა და მომღერალმა, თავისი LEGO ანიმაციური ბიოგრაფიის პირველი თრეილერი გამოაქვეყნა. ეს შემოქმედებითი პროექტი ფარელის ცხოვრების გზას ასახავს — აერთიანებს დოკუმენტურ, ბიოგრაფიულ, ანიმაციურ და მიუზიკლის ჟანრებს. რაც მთავარია, ამ ყველაფერს ემატება ლეგოს მაგია…

BOG
BOG

გარდა უილიამსის ბიოგრაფიული თუ კარიერული ცხოვრების ასახვისა, თრეილერში ვხედავთ ჰიპ-ჰოპის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან კენდრიკ ლამარი და ჯეი-ზი; ასევე, ვხვდებით გვენ სტეფანს, ჯასტინ ტიმბერლეიკს, სნუპ დოგს და ა. შ. მათი მინი ფიგურები დამატებით ინტრიგას მატებს სიუჟეტს.

მილანის სიმფონიური ორკესტრის ბრენდინგი თაობა ზეტის მოსაზიდად შეცვალეს

როგორ უბიძგოთ ღია საუბრისკენ თქვენი გუნდის წევრებს