in

შესაძლებლობა, აქციო იდეები რეალობად: სტაჟირება „ფილიპ მორის საქართველოში“

თუ ახალ შესაძლებლობებს ეძებ, გსურს პროფესიული განვითარება და საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენა, მაშინ ეს სტაჟირების პროგრამა შენთვისაა!

საერთაშორისო კომპანია „ფილიპ მორისი“ ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამას — INKOMPASS 2022 იწყებს. ეს არის ყოველწლიური სტაჟირების პროგრამა, რომელიც დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის არის განკუთვნილი. ის დაინტერესებულ და მოტივირებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო დონის პროფესიონალებთან მუშაობის გამოცდილება მიიღონ.

დაინტერესდი?

კომპანიის თქმით, INKOMPASS 2022 ეს არის შესაძლებლობა შენთვის, გახდე „ფილიპ მორის საქართველოს“ საერთაშორისო დონის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდის წევრი, გაიღრმაო ცოდნა და მიიღო საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულის მქონე კომპანიაში მუშაობის სრულყოფილი გამოცდილება.

რატომ INKOMPASS 2022?

როგორც „ფილიპ მორისის“ გუნდი ამბობს, კომპანიის მთავარ საფუძველს ადამიანები წარმოადგენენ. აქ ყოველი იდეა ღირებულია და ყოველი ოცნება — ხელმისაწვდომი შესაძლებლობა.

„შესაბამისად, ექვსი თვის განმავლობაში შენ იმუშავებ ყველაზე ინოვაციურ გუნდთან საქართველოში, ყველაზე დინამიკურ, დივერსიფიცირებულ და ინკლუზიურ გარემოში, გექნება შესაძლებლობა, განახორციელო ცვლილება და აქციო შენი ინოვაციური იდეები რეალობად!

შეუერთდი „ფილიპ მორისის“ გუნდს და მიიღე მონაწილეობა მომავლის შექმნის პროცესში“.

სტაჟირება ანაზღაურებადია, ის ოქტომბრის თვეში დაიწყება და მარტის თვის ჩათვლით გაგრძელდება.

„არ დააყოვნო! გადადგი ნაბიჯი უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ — გადადი ბმულზე, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და გახდი საერთაშორისო გუნდის წევრი“.

[პარტნიორის კონტენტი]

კრისტობალი – ბიჭი მეთევზეთა ქალაქიდან

4D ულტრაბგერითი სკანირება აჩვენებს, რომ ნაყოფი კომბოსტოს ჭამისას ტირის