in

ერთი მიზანი – ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო სტრატეგია

კლიმატის ცვლილება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. გიგანტი კორპორაციები და გლობალური ბაზრის ლიდერები ერთი საერთო მიზნის ქვეშ ერთიანდებიან, რომელიც გარემოზე ინდუსტრიული საწარმოების მიერ განხორციელებული უარყოფითი გავლენის შემცირებას გულისხმობს.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, გარემოს დაცვა კომპანიის მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. კომპანიისთვის კლიმატზე ზრუნვა ნიშნავს როგორც სათბურის აირების  გამოყოფისა და ენერგიის მოხმარების მინიმიზაციას, ასევე, განახლებადი ენერგიის გამოყენებასა და მისი პროდუქტების ნარჩენების შემცირებას.

ჩვენ ვცდილობთ, მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი ბიზნეს ღონისძიებები იმისათვის, რომ მივაღწიოთ გარემოს მდგრადობის უმაღლეს სტანდარტებს, ჩვენზე დაკისრებული გარემოს დაცვის ვალდებულების შესაბამისად“, – წერს „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ წლიურ ანგარიშში.

გარემოს დაცვის  არაკომერციულმა ორგანიზაცია “CDP-მ” „ფილიპ  მორის ინთერნეიშენალის“ ძალისხმევა პოზიტიური ცვლილებების განმახორციელებელ ფაქტორად აღიარა გარემოს დაცვის სფეროში. სწორედ ამიტომ, 2020 წლის იანვარში, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ “Climate A List”-ის იმ მოწინავე გლობალურ კომპანიებს შორის მოხვდა, რომლებიც ლიდერის პოზიციებს იკავებენ კლიმატის ცვლილების შეჩერების პროცესში.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ საქმიანობა გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად. კომპანიამ რამდენიმე წელია, დაიწყო 2030 წლისთვის შემუშავებული გარემოსდაცვითი გეგმის განხორციელება, რაზეც კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედებები მეტყველებს. 2019 წლის ბოლოს, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ შექმნა პირველი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვისგან ნეიტრალური ქარხანა ლიეტუვაში, 42% -ით შეამცირა CO2-ის მოცულობა, და ელექტროენერგიის 65% განახლებადი წყაროებიდან გამოიყენა.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. კომპანია გარემოს დაბინძურების პრობლემას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად, 350 მილიონ ტონაზე მეტი პლასტიკური ნარჩენი გროვდება, მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო თამბაქოს ინდუსტრიაში, ყოველწლიურად, 1 მილიონი ტონა პლასტმასას შემცველი სიგარეტის ფილტრი იწარმოება. აღსანიშნავია, რომ სიგარეტის ფილტრი შედგება ხის ბიოპლასტიკური მასალისაგან, რომელიც ნელა ბიოდეგრადირდება. სწორედ ამიტომ, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ მიზნად ისახავს, 2025 წლის ბოლოსთვის, 50%-ით შეამციროს მის პროდუქტებში პლასტიკური ფილტრების გამოყენება.

წარმოების განახლებულ მოდელზე გადასვლის მიზნით, საჭიროა წარმოებისა და გამოყენების ეკონომიკური მოდელების მოდიფიკაცია. აუცილებელია, პროდუქტის დიზაინშივე იყოს გათვალისწინებული მისი მდგრადობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, თვალ-ყური ვადევნოთ პროდუქტის გარესმოსდაცვით და სოციალურ გავლენას მისი წარმოებიდან გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ“.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალისთვის“ წრიულ ეკონომიკაში წვლილის შეტანა ნიშნავს ისეთი ეკოლოგიურად უფრო სუფთა მოწყობილობების, სახარჯო მასალის, აქსესუარებისა და შეფუთვის შემუშავებას, რომლებიც იქნება ეფექტური, შეკეთებადი და გადამუშავებადი. ამ მიზნის მისაღწევად, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ იყენებს მენეჯმენტის სისტემატურ მიდგომას, რომლის მიხედვითაც, მდგრადობა პროდუქტის განვითარების საწყის ეტაპზე არის გათვალისწინებული.

ჩვენ მზად ვართ, შევაფასოთ მდგრადობის მახასიათებლები და მივიღოთ დიზაინის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მუდმივად გაზრდის ყველა პროდუქტისა და შეფუთვის ეკოლოგიური ეფექტურობის ხარისხს”, – ამბობს Huub Savelkouls, მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

 

[R]

“მოდი, არ დავუბრუნდეთ ძველ ნორმას” – Durex-ის რეკლამა

ხელოვნური ჩიტი ჰაერში მანევრირების შესაძლებლობით – Festo-ს უახლესი რობოტი