in

„საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი ნიშნავს, რომ მაღალი, თანამედროვე სტანდარტებით ვმუშაობთ“

„ფილიპ მორის საქართველოს”, წლის საუკეთესო დამსაქმებლის წოდება, წელს, ზედიზედ მეორედ, მიენიჭა. კომპანიამ ტიტული – თანამშრომელთათვის შესანიშნავი პირობების შექმნისათვის –ორგანიზაცია Top Employers Institute-ისგან მიიღო. ფილიპ მორის ინტერნეიშენალის“კავკასიისა და მოლდოვას ადამიანური რესურსების მენეჯერი ნინო ბაქარაშვილი ამბობს, რომ  საუკეთესო დამსაქმებლად აღიარებამდე ორგანიზაციამ დიდი გზა უნდა გაიაროს.

bog
bog-mob

 

ნინო ბაქარაშვილი: პირველი ეტაპია აუდიტისა და ვალიდაციის პროცესი, რომელთა წარმატებით გასვლის შემთხვევაში, კომპანიას ენიჭება საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი. აუდიტი გულისხმობს 10 კატეგორიას: ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესი, კარიერული თუ პროფესიული განვითარების შესაძლებლობები  სამუშაოს შეფასება და სხვა პროცესის შემოწმება. აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირება ხდება ყოველ წელს, რადგან ორგანიზაცია მუდამ უნდა ზრუნავდეს თანამშრომლებზე და მუდმივად აუმჯობესებდეს პროცესებს. სწორედ ამიტომ, ერთხელ მოპოვებული სტატუსი ვალიდურია მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში.

რას ნიშნავს იყო საუკეთესო დამსაქმებელი?

ნინო ბაქარაშვილი

ნ. ბ. : „ფილიპ მორის საქართველოსათვის“ ეს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამჟამად, საქართველოში, სულ 3 კომპანიას აქვს საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი. თანამშრომლები ჩვენი შიდა მომხმარებლები არიან და  მათი აზრი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გარე მომხმარებლების. სწორედ მათ ვეკითხებით, ვუსმენთ და ასე ვქმნით შიდა პროდუქტს, რადგან გვჯერა, რომ მხოლოდ მაშინ იქნები წარმატებული, თუ თანამშრომლების კეთილდღეობისათვის შესაბამისი პირობები გაქვს შექმნილი. საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ მაღალი, თანამედროვე სტანდარტებით ვმუშაობთ და ფეხს ვუწყობთ იმ ცვლილებებსა და მოთხოვნებს, რომელიც დღევანდელ დასაქმებულს გააჩნია დამსაქმებლის მიმართ.

რით არის გამორჩეული „ფილიპ მორისი“?

ნ. ბ. : „ფილიპ მორისი“ ნამდვილად მოწინავე კომპანიაა თავისი შიდა პრაქტიკებით – ორგანიზაციასთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე დაწყებული გასაუბრებით და შემდგომ, დასაქმების პერიოდში, ჩვენთვის მთავარია თანამშრომელი და სწორედ მასზე ვართ ორიენტირებულები. გუნდის ახალი წევრებისთვის გვაქვს ადაპტაციის პერიოდზე გათვლილი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მათ სწრაფ ასიმილაციას ორგანიზაციაში. თანამშრომლებისათვის გვაქვს პროფესიული და პიროვნული განვითარების უამრავი შესაძლებლობა. ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ისეთი წარმატებული ისტორიის, როდესაც ჩვენი თანამშრომლები მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე მუშაობდნენ ახალი ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად და შემდეგ ბრუნდებოდნენ საქართველოში.

რაში ეხმარება კომპანიას ყოველწლიური შეფასების პროცესი? 

ნ. ბ. : ყოველწლიური შეფასების პროცესი გვაძლევს მაღალი პოტენციალის თანამშრომლების გამოვლენის საშუალებას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პოზიციის თანამშრომელი, შემდგომ კი ვსახავთ მათი შემდგომი განვითარების გზებს. თანამშრომლებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ მოკლე თუ გრძელვადიან პროექტებში, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყოს მათ ძირითად ფუნქციურ საქმიანობასთან დაკავშირებული. ასეთ პროექტებზე მუშაობა მათ განვითარებაში ეხმარება, რადგან ახალი გამოწვევების წინაშე დგებიან, გამოდიან კომფორტის ზონიდან და ბევრ სიახლეს ეცნობიან. ამას გარდა „ფილიპ მორისი“ ხელს უწყობს თანამშრომლების სხვა ფუნქციებში გადაყვანას და განვითარებას. ასეთი გამოცდილება მნიშვნელოვნად აფართოებს თანამშრომლების ხედვას და შემდგომი კარიერულ ზრდას უწყობს ხელს. და ბოლოს, მოკლევადიანი ან გრძელვადიანი დასაქმება „ფილიპ მორისის“ ჯგუფში შემავალ ქვეყნებში, გამოცდილებისა და ცოდნის გარდა, სხვა კულტურულ გარემოში სწრაფ ადაპტაციას ასწავლის. განვითარებაზე უსაზღვროდ შემიძლია საუბარი, რადგან „ფილიპ მორისში“ ამისათვის სხვადასხვა შიდა პლატფორმა არის შექმნილი, რაც სწორედ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.

„ფილიპ მორისზე“ საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს ოფისის დიზაინი და იერსახე. აქ ყველა პირობაა შემქნილი იმისათვის, რომ თანამშრომლებმა კომფორტულად იგრძნონ თავი. განტვირთვის ზონები, კრეატიული კუთხეები, თამაშების კუთხე, სამზარეულო და მრავალი სხვა ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რაც აქ მუშაობას კიდევ უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის.

 

როგორ შეიძლება თქვენთან მოხვედრა?

ნ. ბ. : მიმდინარე წელს „ფილიპ მორის საქართველოს“ დაგეგმილი აქვს რამდენიმე ახალი პროექტის იმპლემენტაცია, რომელიც დამატებით რესურს მოითხოვს. შესაბამისად, დაინტერესებულ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა, შემოიტანონ რეზიუმეები და გახდნენ საუკეთესო დამსაქმებლის დასაქმებული. ჩვენ მუდმივად ვათავსებთ ვაკანსიებს დასაქმების ვებგვერდებსა და პორტალებზე.

მეორე შესაძლებლობა სტაჟირების პროგრამაა. მას მიმდინარე წლის გაზაფხულზე დავიწყებთ. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 10 დან 20 მდე სტუდენტს აქვს შესაძლებლობა  პრაქტიკული გამოცდილება შეიძინოს.

მეამაყება, რომ საუკეთესო დამსაქმებლების სახით, საქართველოს ბაზარზე ახალი სტანდარტი ინერგება. ვისურვებდი, საუკეთესო დამსაქმებელთა რიგებში ბევრი ქართული კომპანია მენახა, რადგან ამით ჩვენ, დამსაქმებლები, უკეთეს სამუშაო გარემოს შევქმნით დასაქმებულებისთვის და დასაქმების მაძიებლებისთვის  სასურველი დამსაქმებელი ვიქნებით.

[R]

ნუ გარეცხავ ჭურჭელს, McDonald’s გამოიძახე – პოსტერების კამპანია

მარკეტინგს უყვარს ანალიტიკა – GAU-ს ბიზნესის სკოლის პროგრამაში სიახლეა!