პროფესიის შერჩევა ხშირად დიდ გამოწვევებთან ასოცირდება – სწორად განსაზღვრო ის, თუ რისი კეთება გინდა, არც ისე მარტივია. საკუთარი პროფესიული მისწრაფების საპოვნელად საჭიროა, არ შეგეშინდეს ცვლილებების, კომფორტის ზონიდან გამოსვლისა და შეცდომების დაშვების. რადგან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაბედავ და გადადგამ ნაბიჯს, შეძლებ აღმოაჩინო ის, რასაც ეძებდი.
ჩემი კარიერული მოგზაურობაც სწორედ ასე დაიწყო.
თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე, მარკეტინგის მიმართულებით ვსწავლობდი. პარალელურად, მეტ-ნაკლებად დაგროვებული მქონდა სამუშაო გამოცდილება – ვასწავლიდი ინგლისურს, ვმუშაობდი გაყიდვების მიმართულებით… თუმცა, ეს ის არ იყო, რისი კეთებაც მსურდა. ყოველთვის მინდოდა, საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო კომპანიაში გამომეცადა. ასე დაიწყო ჩემი პროფესიული მოგზაურობა “ფილიპ მორის საქართველოში”.
ყოველი ახალი დღე არის შესაძლებლობა, ვისწავლო რაღაც ახალი
როგორც კი „ფილიპ მორის საქართველოს” მიერ გამოცხადებული სტაჟირების შესახებ გავიგე, აპლიკაცია მაშინვე შევავსე. მალევე ონლაინინტერვიუზე დამიბარეს, უნარების ტესტიც ჩავაბარე და შემდეგ ეტაპზეც გადავედი, რომლის ფარგლებშიც, ინდივიდუალური გასაუბრებები მქონდა კომპანიის წარმომადგენლებთან.
გასაუბრებების ეტაპი შესაძლებლობას გვაძლევდა კანდიდატებს, გავცნობოდით თითოეული დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკას და შეგვერჩია ჩვენს ინტერესებზე მორგებული მიმართულება.
სასურველი დეპარტამენტის შერჩევისა და უშუალო მენეჯერთან გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ დავიწყე სტაჟირება „ფილიპ მორის საქართველოს” მომხმარებლის გამოცდილების გუნდში და ახლაც, სტაჟირების პერიოდის დასრულების შემდეგ, აქტიურად ვაგრძელებ ამ მიმართულებით ახალი უნარების შეძენასა და კარიერულ განვითარებას. აქ ყოველი ახალი დღე არის შესაძლებლობა, ვისწავლო რაღაც ახალი.
ეს არის შესაძლებლობა, საკუთარ თავში აღმოვაჩინო ახალი უნარები
ახალ სამუშაო გარემოსთან შეგუება მარტივი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველ ნაბიჯებს დგამ ამა თუ იმ მიმართულებით.
თუმცა, „ფილიპ მორის საქართველოში” მოხვედრის პირველივე დღიდან ჩემი გუნდის წევრები ხელს მიწყობდნენ, მოვრგებოდი სამუშაო გარემოს, დეტალურად შემესწავლა სამუშაოს სპეციფიკა და ფეხი ამეწყო კომპანიის ტემპისათვის.
შედეგად, ნელ-ნელა თავდაპირველი პატარ-პატარა დავალებები დიდ პროექტებად იქცა. ჩემზე დაკისრებული პასუხისმგებლობის ზრდასთან ერთად, ვისწავლე დეტალებზე ფოკუსირება, დროის მენეჯმენტი, შევიძინე ეფექტური კომუნიკაციის უნარები და, რაც მთავარია, გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველი დღე იყო და არის განსხვავებული – სავსე ახალ-ახალი გამოწვევებით, საინტერესო ამოცანებით, კრეატიული დავალებებით… რაც მაძლევს შესაძლებლობას, განვვითარდე არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ პიროვნულად – აღმოვაჩინო საკუთარ თავში ახალი უნარები.
თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და მჯერა, „ფილიპ მორის საქართველოს” გუნდთან ერთად წინ კიდევ მრავალი დაუვიწყარი თავგადასავალი მელის.
იმ სტუდენტებს კი, რომლებსაც სურთ, აღმოაჩინონ განვითარების ახალი შესაძლებლობები და იმუშაონ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, ვურჩევ, არ შეუშინდნენ გამოწვევებს, აუცილებლად შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე 21 ივნისის ჩათვლით და გადადგან პირველი ნაბიჯი დაუვიწყარ მოგზაურობაში.
ავტორი: ანა ვართაზაროვა
[პარტნიორის კონტენტი]