Ferrari ყველა ადამიანს უყვარს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავად Ferrari ყველას არ წყალობს. გერმანელ დიზაინერ ფილიპ პლაინს, კომპანიის წარმომადგენლებმა, ოფიციალური წერილი მისწერეს და Instagram-იდან პოსტის აღება მოსთხოვეს – დიზაინერმა, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, თავისი ახალი ნამუშევარის ფოტო დადო. სურათზე, სპორტული ფეხსაცმელი, მისსავე მწვანე Ferrari-ზე დევს.
https://www.instagram.com/p/BzVxDwHicR6/?utm_source=ig_embed
როგორც ჩანს, „ფლეისმენთის“ ამ ფორმით საერთოდ არ მოიხიბლა იტალიური ბრენდის ხელმძღვანელობა და დიზაინერს მისწერა, ფოტო, სადაც მისი $800-იანი ბოტასი $350,000-იან Ferrari 812 Superfast-ზე დევს, საერთოდ აეღო „ინსტაგრამიდან“. სურათის წაშლის ნაცვლად, ფილიპ პლაინმა, წერილიც გამოაქვეყნა. აქვე ამბობს, რომ პოსტის წაშლას არ აპირებს.
https://www.instagram.com/p/B0hDdweiR6z/?utm_source=ig_embed
ტექსტში, კომპანიის წარმომადგენლები, დიზაინერს მათი „ბრენდისა და პროდუქტის სარეკლამო მიზნით“ გამოყენებაში ადანაშაულებენ. აქვე ნათქვამია, რომ ფოტო ასოცირდება ცხოვრების იმ სტილთან, რომელიც საერთოდ არ არის ახლოს „ფერარის“ ბრენდის კონცეფციასთან. მათი თქმით, ფილიპ პლაინის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული პოსტი ჩრდილს აყენებს იტალიური კომპანიის რეპუტაციას, რადგან სექსუალური ხასიათის მინიშნებებს შეიცავს.
გერმანელი დიზაინერი ამბობს, რომ როგორც ბრენდს დიდ პატივს სცემს და Ferrari-ის 4 სხვადასხვა მოდელი ჰყავს, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობის ასეთი საქციელით იმედგაცრუებული და, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან შეწუხებულია.
„ნურასოდეს იქნები ქედმაღალი და ნუ მოექცევი შენს მომხმარებელს ისე, თითქოს, ბევრად შენზე ნაკლები იყოს“,- წერს ფილიპ პლაინი.