in

Philipp Plein – ბრენდი, რომელიც წესებს არღვევს!

“საქმისადმი ერთგული, სილამაზის დამფასებელი და როკ-ენ-როლით გატაცებული,” – დღეს Philipp Plein-ს ასე ახასიათებენ – ადამიანი, რომელმაც მოდა, ავეჯის დიზაინი და პარფიუმერული ხაზი, ერთი ძალიან წარმატებული ბრენდის ქვეშ მოაქცია.

ფილიპ პლაინი

ფილიპ პლაინი 1978 წელს მიუნხენში დაიბადა. პანსიონში სწავლის დასრულების შემდეგ, მან ფრიდრიხ ალექსანდრეს უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად, მისი ოჯახი ბევრს მოგზაურობდა და სწორედ ამან მისცა ფილიპს შთაგონება, უცხოური კულტურებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით დაინტერესებულიყო. ამ პერიოდში მან მოახერხა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, მნიშვნელოვანი მუზეუმები და გამოფენები მოენახულებინა.

ავეჯის დიზაინი

ფილიპმა დიზაინის სამყაროში ფეხი 1998 წელს შედგა. თავდაპირველად ის საკუთარი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის თანამედროვე და ორიგინალურ ავეჯს ამზადებდა. ამავე წელს ბაბუისგან მემკვიდრეობით მიღებული 20 000 გერმანული მარკით საკუთარი ავეჯის ხაზი შექმნა. აღსანიშნავია, რომ ფილიპი თავდაპირველად ავეჯის დასამზადებლად ტყავსა და უჟანგავ ფოლადს იყენებდა.

მოდა

ფილიპი მორჩენილ რესურსებს არასდროს კარგავდა, ნარჩენებს აქსესუარებისა და ჩანთების შესაქმნელად იყენებდა. რამდენიმეჯერ მან ნივთები ავეჯთან ერთად სავაჭრო გამოფენებზე გაყიდა. დიზაინში ორწლიანი საქმიანობის, წარმოების და ვაჭრობის შემდეგ, ფილიპი მიხვდა, რომ კანონი მას იგივე კმაყოფილებასა და წარმატებას ვერ მოუტანდა. ამიტომაც, დიზაინერმა შეწყვიტა სამართლის სწავლა, რადგან მთელი დრო კომპანიისთვის დაეთმო.

ფილიპმა ავეჯისა და აქსესუარების პარალელურად სამოსზე მუშაობაც დაიწყო. 2003 წელს მისმა მოდის ხაზმა დიდ წარმატებას მიაღწია, რასაც საკუთარი კოლექციების პრემიერ დიუსელდორფის სავაჭრო გამოფენაზე გატანამ შეუწყო ხელი. დიზაინერი ირწმუნებოდა, რომ ერთ დღეში 100000 ევროს ღირებულების ნივთები გაყიდა. ერთი წლის შემდეგ, უფრო მეტი შემართებით დაიწყო ქალის, მამაკაცისა და ბავშვის კოლექციების შექმნა. ამ კოლექციების მთავარი ორიენტირი ვინტაჟური სამხედრო ქურთუკები გახლდათ, რომელიც სვაროვსკის თვლებით იყო გაფორმებული. ქურთუკებმა დიდი პოპულარობა პარიზში, Maison et Objet-ში მოიპოვეს – ეს ხომ მშვენიერი შანსი იყო ფილიპის დიზაინისა და მოდის კოლექციების პოპულარიზაციისთვის.

2006 წელს მან აქსესუარების ხაზი შექმნა და ორ კვირაში კამპანიაც ჩაუშვა. კამპანიაში მარკუს შენკენბერგი და ნაომი კემპბელი მონაწილეობდნენ. 2008 წელს „გერმენიის შემდეგი ტოპ მოდელის“ ჩვენებაზე, პლეინმა „მძიმე მეტალის“ კოლექცია წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ ჩვენებაში მონაწილეობდა ჰეიდი კლუმიც.

2009 წელს ფილიპმა ბედი თოჯინის შექმნაშიც სცადა. Mattel-თან თანამშრომლობით ბარბის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნიურნბერგის სათამაშოების გამოფენაზე Philipp Plein Barbie-ს თოჯინა წარადგინა.

ბრენდის აღმასვლა

იმავე წელს მონტე კარლოში ფილიპ პლაინის პირველი მაღაზია გაიხსნა, ხოლო მილანში კი – პირველი შოურუმი.

2010 წელს გარდა დიუსელდროფის საგამოფენო დარბაზისა, პლეინმა ბუტიკები გახსნა ვენაში, მოსკოვში, სენტ ტროპეში, კანსა და კიტსბუელში. 2011 წლის გაზაფხული / ზაფხულის ქალთა ტანსაცმლის ჩვენების დებიუტი შედგა მილანში, მოდის კვირეულზე.

2010 წლის შემოდგომა / ზამთრის სეზონის სახე მიშა ბარტონი გახდა, 2012 წლის გაზაფხული / ზაფხულის კამპანიის სახე კი ლინდსი ლოჰანი იყო.

ფილიპ პლაინის მომდევნო წლები, სხვადასხვა ცნობილ მოდის კვირეულებში მონაწილეობას, ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და უფრო და უფრო მეტი წარმატების მიღწევას უკავშირდება. მართლაც რომ დიდი წარმატებაა, როდესაც შენი ბრენდისთვის მუშაობას თანხმდებიან ისეთი ცნობადი სახეები, როგორებიც არიან: ნაომი კემპბელი, ლინდსი ლოჰანი, ირინა შეიკი, ბელა ჰადიდი და ა.შ

“მოდა – ეს სილამაზის დევნაა, რომელსაც ვერასდროს დაეწევი,” – ფილიპ პლაინი.

დღეისათვის PHILIPP PLEIN-ს მსოფლიო მასშტაბით 120-ზე მეტი მონო ბრენდის მაღაზია აქვს, ჰყავს 500-ზე მეტი საცალო მომხმარებელი, აქვს გაფართოების დიდი ტემპი და ამჟამად ბრენდის ბრუნვა ორას მილიონ ევროზე მეტია.

პარფიუმერული ხაზი

ფილიპ პლაინის ბრენდისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს 2019 წელს პარფიუმერული ხაზის დებიუტი. და მართლაც, რას უნდა დაეგვირგვინებინა პლაინის ბრენდის ისტორია, თუ არა პარფიუმს..

ამ დროისათვის პარფიუმერული ხაზი ორ არომატს აერთიანებს, The $kull (unisex), რომელიც 2019 წელს წარმოადგინა და 2020 წელს შექმნილი No Limit$ (მამაკაცის არომატი). აქვე აღსანიშნავია, რომ ორივე არომატზე ცნობილმა პარფიუმერმა ალბერტო მორილასმა იმუშავა. 

ფილიპ პლაინის იდენტობა

ალბათ არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ბრენდი მთლიანად მისივე შემქმნელს ჰგავს, ფილიპს, რომელიც საკუთარი რწმენით ცხოვრობს, არღვევს წესებს და ბარიერებს. ეს ადამიანი სავსეა მოულოდნელობებით, უყვარს გართობა და დიდ ყურადღებას უთმობს ცხოვრებით ტკბობას. Vogue Italia-ს მთავარი რედაქტორის, გარდაცვლილი ფრანკა სოზანის თქმით, ”ფილიპ პლაინი უნიკალურია, რადგან მას სიცოცხლის სიხარული აქვს. მას არ სურს იყოს fashionista, ის ქმნის მოდას იმიტომ, რომ უყვარს ქალები. ეს არის სპეციფიკური, განსაკუთრებული დამოკიდებულება, რადგან ის იშვიათთაგანია.”

PHILIPP PLEIN–ის ღონისძიებები, იქნება ეს მაღაზიის გახსნა თუ ჩვენება, ყველასთვის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა ხოლმე. ასევე, მას უწოდებენ “ექსპერტს კულტურის, ცხოვრების წესისა და გართობის საერთაშორისო ტენდენციების იდენტიფიცირებისა და ინტერპრეტაციისთვის”, ამ ნიჭის დახმარებით დიზაინერი, საკუთარ ღონისძიებებს დაუვიწყარს და სანახაობრივს ხდის. ეს ღონისძიებები მოიცავს: კლასიკურ კონცერტებს, მუსიკის სამყაროს საერთაშორისო ვარსკვლავების წარმოდგენებს, ფუტურისტულ რობოტებს და ა.შ 

No Limit$

მოკლედ რომ ვთქვათ, ფილიპ პლაინი ისეთივე სიცოცხლეზე შეყვარებული, თამამი და ექსტრავაგანტული ადამიანია, როგორც მის მიერ შექმნილი ბრენდი. ალბათ, ლოგიკური იქნება, თუ მისი სუნამოებიდან გამოვარჩევთ ერთ-ერთ ბოლო არომატს – No Limit$, რომელიც ზუსტად აღწერს და გამოხატავს ფილიპ პლაინის ხასიათს.

ის განასახიერებს: უსაზღვრო შესაძლებლობებს, წესების დარღვევას, ძალაუფლებას, ფულს, წარმატებას, გართობასა და სიამოვნებას.

თვით სუნამოს დიზაინი განასახიერებს ერთ ტრილიონიან შავ საკრედიტო ბარათს, რომელიც ერთგვარი მოსაწვევია ფუფუნების სამყაროში. არომატი შექმნილია აღმოსავლური მერქნოვანი ტონიკის, სანელებლებისა და ტყავის გავლენით. მისი ოლფაქტორული კომპოზიცია კი შემდეგი ინგრედიენტებისგან შედგება: ბერგამოტი, ჯინჯერი, კარდამონი, დარიჩინი, მიხაკი, შავი შოკოლადი, შავი ბურბონის ვანილი, შავი ამბრა, კედარი, ფაჩული, უდი-ტყავი.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ ძალიან საინტერესო, საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე, თამამი და გაბედული ბრენდის სუნამოს, No Limit$-ის შეძენა დღესდღეობით ICI PARIS ფილიალებშია შესაძლებელი.

დეტალებისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 032 2 20 17 18

 

[R]

როგორ მოვიპოვოთ სპონსორები Rally Adventure Georgia-ში მონაწილეობისთვის?

კომპანია „აჭარაბეთის“ მხარდაჭერით და FINANCIAL-ის ორგანიზებით, თბილისში CSR Forum გაიმართა