კომპანია TP Vision-ი “Philips”-ის სატელევიზიო კამპანიას განაგრძობს. სცენარის მიხედვით მსოფლიოში საუკეთესო ოთხი ფრირაიდერი დათოვლილ გზებზე ეშვებიან.
ვიდეოს გადაღებები ალიასკაზე, ღამის საათებში მიმდინარეობდა. პროექტ “Afterglow”-ის ძირითადი ამოცანაა “Philips”-ის “Ambilight”-ის ახალი განათების უპირატესობის ჩვენება, რაც ვიდეოში თოვლიანი მთების განათების დახმარებით მიაღწიეს. “Philips”-მა უკვე მეორედ დაამტკიცა, რომ განათების დახმარებით სრულიად სხვა, ცოცხალი ეფექტის მიღება შეიძლება.
ახალი ვიდეო “LightWaves”-ის გაგრძელებაა, რომელიც “Philips”-მა ზაფხულში გადაიღო. ორივე ვიდეოს კონცეფცია სპორტსმენების დახმარებით განათების სისტემის ეფექტურობის წარმოჩენაა.
ამ მოკლემეტრაჟიანმა სარეკლამო ფილმმა, დროის მოკლე მონაკვეთში პრიზების აღებაც მოასწრო – iF3-ზე საუკეთესო საოპერატორო და საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად აღიარეს.
შეაფასეთ, Philips-ის ორგზის საუკეთესო და თან ახალი ვიდეო.