in

„გაიზიარე ზრუნვის პასუხისმგებლობა“ — Philips Avent-ის კამპანია

ალბათ, ხშირად გსმენიათ დედებისგან, რომ თავს დამნაშავედ გრძნობენ, როცა შვილებს დროს არ უთმობენ… არადა, რეალურად, მათ უმეტესობას დღის მანძილზე ერთი საათიც კი არ აქვს საკუთარი თავისთვის. ამას კვლევაც ადასტურებს – გამოკითხულთა 44% თავს დამნაშავედ გრძნობს, როცა დროს საკუთარ თავს უთმობს, რაც უნდა მცირე იყოს ის. ახლა კი ჯანდაცვის ტექნოლოგიების ლიდერმა ბრენდმა Royal Philips-მა სწორედ ამის შეცვლა დაისახა მიზნად, თუმცა მანამდეც ცნობილი იყო ქალების მხარდამჭერი კამპანიებით ორსულობისა თუ მის შემდგომ პერიოდში…

BOG

ამჯერად #ShareTheCare-ის კამპანია წამოიწყო, რომელიც მოუწოდებს ოჯახებს, მეგობრებსა და საზოგადოებებს, დაეხმარონ დედებს — გაიზიარონ ბავშვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, რომ მათაც შეეძლოთ საკუთარ კეთილდღეობაზე პრიორიტეტის მინიჭება, რათა კვლავ კარგი დედები იყვნენ… 

ეს გამოსაფხიზლებელი ზარია ყველასთვის და მკაფიოდ გვაჩვენებს, რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი დედებს. მოდით, დავიწყოთ ჩვენ გარშემო არსებულ დედებთან საუბრით და ვკითხოთ — შემიძლია დღეს რაიმეთი დაგეხმარო? მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს საჭიროება საკმაოდ ინდივიდუალური და უნიკალურია. ხოლო თუ ერთობლივად შევცვლით ჩვენს ქცევასა და დამოკიდებულებას, ნამდვილად შევძლებთ რაღაცების შეცვლას, — აცხადებს კლაუდია კალორი, Philips-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ამ მხარდაჭერის საჭიროების საჩვენებლად და კონკრეტული გზავნილის გასავრცელებლად, რომ საზოგადოებამ დედებს უფრო მეტი დრო უნდა მისცეს, Philips Avent-მა გზავნილი ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოსა და ოტავაში გაავრცელა… ექსპერიმენტიც ჩაატარა და ისიც გვაჩვენა, თუ რა მოსდევს ბავშვებზე ზრუნვის გაზიარებას.

დედები ჩვენი საზოგადოების სასიცოცხლო ნაწილს შეადგენენ, მაგრამ ჯერ კიდევ განიცდიან დედობად ყოფნის წნეხს. მათ სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ ნორმალურია, თუ დროს საკუთარ თავს დაუთმობენ და ეს კარგია, როგორც მათთვის, ისე ბავშვებისთვის. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ტაბუს: დახმარების თხოვნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ცუდი დედები არიან, — აცხადებს მარცი ელ-დეირი, Philips-დან.

Philips Avent-ის კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო LePub Amsterdam-მა იმუშავა.

საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო

Protected: მარი ლორთქიფანიძე Baku Flames 2025-ის ჟიურის შემადგენლობაშია