იცოდით, რომ გასულ წელს 10 მილიონი საჩუქარი აღმოჩნდა ნაგავსაყრელზე? ზოგიერთი ჯერ კიდევ ფუნქციური იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა ძალიან ბევრი რესურსი გაფლანგეს… Philips-ს კი ახლა ამის შეცვლა სურს. Better than New ინიციატივით ადამიანების ყურადღება მდგრად მოხმარებაზე მიაპყრეს. ამიტომ, გადაწყვიტეს, ნაგავსაყრელისთვის გამეტებული საჩუქრები ქალაქებში „დაებრუნებინათ“, მომხმარებლებისთვის არსებული პრობლემა დრამატულად შეეხსენებინათ და თვალსაჩინო გაეხადათ.
ბერლინში AR აქტივაცია განათავსეს, რომელზეც QR კოდი იყო დატანილი, მასზე დასკანერება კი გადაგდებული საჩუქრის ყუთების მთებს ხილულს ხდიდა. შემდგომ ეს მომხმარებლები Philips-ის e-commerce-ის მაღაზიაში მისამართდებოდნენ, რათა მეტი გაეგოთ Philips Refurb Editions-ის შესახებ — ამ პროექტის ფარგლებში კომპანია იბრუნებს ძველ ნივთებს, არემონტებს და ხელახლა უშვებს გაყიდვაში. თუმცა ეს პატარა საქმე არ გეგონოთ, მხოლოდ გასულ წელს დაბრუნებული პროდუქტებიდან 6.7 ტონა მასალა ხელახლა გამოიყენეს!
Refurb Editions — Better Than New-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო LePub Amsterdam-მა იმუშავა.