in ,

ადამიანი ობობა რეალურად არსებობს! – Philips-ის რეკლამა

ბავშვების საყვარელი გმირი ადამიანი ობობა არსებობს! ნახეთ, რა მოხდა, როდესაც ერთმა ახალგაზრდამ სხვისი ცხოვრების გალამაზება გადაწყვიტა.

ვიდეორგოლის მთავარი გმირი ადამიანი ობობას ფორმაშია გამოწყობილი და დილიდან სადღაც მიიჩქარის. მართალია, გზად გაკვირვებული სახეები და წინააღმდეგობები ხვდება, მაგრამ როგორც ნამდვილი გმირი, ყველაფერს წარმატებით აგვარებს. ბოლოს კი მაღალი შენობის სახურავიდან ფანჯრების გასაწმენდად ეშვება და აი, აქ არის ყველაზე საინტერესო – კლინიკის ფანჯრებს თვით ადამიანი ობობა წმენდს, ზუსტად იმ ოთახის ფანჯრებს, სადაც ბავშვები პროცედურებს იტარებენ. გაოცებული და აღფრთოვანებული პატარების სახეები ძალიან სასიამოვნო სანახავია. 

Philips-ის რეკლამა Everyday Hero საკმაოდ ემოციურია. ვიდეორგოლის საშუალებით, კომპანია ცდილობს დაგვანახოს, რომ მისი საქმიანობა ერთ მიზანს ემსახურება  – გააუმჯობესოს მომხმარებლის ცხოვრება.

 

https://www.youtube.com/watch?v=PBGcW5AtKyg

რეკლამაზე სააგენტო Ogilvy & Mather-მა იმუშავა.

მეტი ბედნიერი ადამიანი და ნაკლები შეწუხებული მეზობელი – Bacardi–ის გასართობი სახლი იაპონიაში

მოდა და სპორტი ინგლისელი ფოტოხელოვანის ფოტოსესიაში