19
დეკ
2017

ფეხსაცმელი, რომელიც დედების ძალისხმევას ელექტროენერგიად გარდაქმნის! – Philips-ის სასარგებლო პროდუქტი

19 დეკ 2017

veon


თითქმის წარმოუდგენელი ის ენერგია, რაც დედებს გააჩნიათ. დილიდან სრული შემართებითა და ამოუწურავი გამძლეობით, ნებისმიერ დედას გაცილებით უფრო მეტი რამის გაკეთება შეუძლია, ვიდრე სხვა  ადამიანს. Philips-მა ამ შრომის დაფასება გადაწყვიტა და დედებისთვის უჩვეულო, ამასთან საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მქონე მაღალტექნოლოგიური ფეხსაცმელი შექმნა. გარდა იმისა, რომ ბრენდის ახალ პროდუქტს დახვეწილი დიზაინი აქვს, საკმაოდ კომფორტულიცაა. რაც მთავარია, ფეხსაცმელი მოძრაობის განმავლობაში მიღებულ ენერგიას ინახავს, რასაც საბოლოო ჯამში კომპანია საკმაოდ მნიშვნელოვანი დანიშნულებისთვის იყენებს. Philips-ს ამ კამპანიით გამოცდილი დედებისთვის მადლობის გადახდა, ხოლო დამწყებებისთვის დახმარების ხელის გაწოდება სურდა.

 

განხილვა