in

პასუხი John Lewis-ის 10 მილიონიან საშობაო რეკლამაზე – ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

„სიყვარული საუკეთესო საჩუქარია!“ – კინორეჟისორმა ფილ ბისთალმა, რამდენიმე დღის წინ საშობაო ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომლის ბიუჯეტიც 50 ფუნტია, თუმცა 6 მილიონი ნახვა აქვს. რეალურად, ვიდეორგოლი 2014 წელს გადაიღო, 2018 წელს, მისი გამოქვეყნების მოტივაცია კი John Lewis-ის სარეკლამო ვიდეორგოლია, რომლის ბიუჯეტიც 10 მილიონი ფუნტი, ხოლო აქედან ნახევარი, მომღერალ ელტონ ჯონის ანაზღაურებაა.

BOG

„დიდი ბიუჯეტი არ სჭირდება ემოციურ გზავნილს. მგონია, რევოლუცია ხდება სარეკლამო ინდუსტრიაში“, – ამბობს ფილი. მის მოკლემეტრაჟიან საშობაო ფილმში გადმოცემულია ისტორია, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი შობას მხოლოდ იმიტომ ელოდება, რომ ყოველწლიური, ტრაგიკული ტრადიცია გაიმეოროს.

ჩინეთის მეორე „დიდი კედელი“, რომელზეც, თითქმის, არაფერი ვიცით

„ბორჯომის“ სადღესასწაულო შეფუთვა