წარმოიდგინეთ, უყურებთ თქვენთვის კარგად ნაცნობ ჰოლივუდურ ფილმს და მოულოდნელად, ნიკო ფიროსმანის ნახატს წააწყდით… ხედავთ ენდი დიუფრეინს (მხ.ფ “გაქცევა შაუშენკინდან”) ფიროსმანის “აქტრისა მარგარიტას” პოსტერით ხელში და ფიროსმანის სხვა ტილოებს “მატრიცაში”, “დანიელ გოგონაში” და სხვა ცნობილ კინოფილმებში… ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევრებით ჰოლივუდურ კინოებში, ნახატებისა და პოსტერების ჩანაცვლების იდეა გრაფიკოს დიზაინერ ვაჟა შანიძეს მოუვიდა და პროექტის “ფიროსმანი ციფრულ სამყაროში” ფარგლებში 20-მდე პოსტერი შექმნა. ნახეთ და შეაფასეთ.