6
Mar
2019

რა იქნებოდა, სიურრეალისტური სამყარო ნამდვილი რომ იყოს…

6 Mar 2019

ავსტრალიაში მოღვაწე არტისტი, წარმოშობით ლაოსიდან Phonsay, რომლის ნამუშევრებზეც გავლენა ბუდიზმმა იქონია, მინიმალისტურ სიურრეალურ გამოსახულებებს ქმნის. ის იყენებს: ადამიანებს, არქიტექტურას, გეომეტრიულ ფიგურებსა და ბუნების სიმშვიდეს იმისთვის, რომ რეალობასა და წარმოდგენას შორის საზღვრები წაშალოს. მისი ნამუშევრები ხანდახან იმდენად სიურრეალურია, ახსნა უბრალო სიტყვებით შეუძლებელი ხდება. Phonsay-ს შემოქმედება მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ფოტოგრაფიის, ციფრული ხელოვნებისა და მხატვრობის საშუალებით, ჰარმონიული, ცოტა უცნაური სამყაროს შექმნა.

mBank QR
mBank QR

განხილვა