in

„შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ – კონკურსი ფოტოგრაფებისთვის

CENN, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და “ნაკანიმამასახლისის ფოტოსკოლა” აცხადებს კონკურსს, ფოტოგრაფებისათვის: „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება!“  ორგანიზატორების თქმით, მიიღება ნებისმიერი ჟანრის ნამუშევარი – დოკუმენტური, დადგმული (მხოლოდ სტუდიური), კონცეპტუალური ფოტოგრაფია და სხვა. კონკურსი ტარდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. 

გადაიღეთ ფოტო, რომელიც აჩვენებს, რომ არ არის საჭირო დიდი რაოდენობით პლასტმასას ნივთების (განსაკუთრებით- ერთჯერადის) მოხმარება და წარმოაჩენს მისით დაბინძურების უარყოფით შედეგებს, ასახავს ჩვენ დამოკიდებულებას პლასტმასას მოხმარებაზე. ასევე – წაახალისებს საზოგადოებას, შეამციროს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასას ნივთების მოხმარება, ყოველდღიურ ცხოვრებაში. გაითვალისწინეთ, რომ გარემოს დაბინძურების ამსახველი ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ დოკუმენტური. მაქსიმალურად წახალისებულია შემოქმედებითი ნამუშევრები. კონკურსის მიზანია ისეთი გზავნილის შექმნა, რომელიც ვიზუალურად მოხიბლავს და დააფიქრებს მნახველს“.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული:

  • I ადგილი – 1 500-ლარიანი ვაუჩერი „ზუმერისგან
  • II ადგილი – 1 200-ლარიანი ვაუჩერი „ზუმერისგან
  • III ადგილი – 900-ლარიან ვაუჩერი „ზუმერისგან

ფოტოკონკურსის პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე

გთხოვთ, ნამუშევრები გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected], სათაურით „ფოტოკონკურსი“. ასევე, დაურთეთ შემდეგი ინფორმაცია: ავტორის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ნამუშევრის აღწერა“.

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 5 ივნისი 2021, 12:00 საათი. 

 

[R]

Twitter Blue – ახალი ფასიანი მომსახურება მალე ამოქმედდება

ტეტრისის თამაში ონლაინ რეჟიმში რამდენიმე ადამიანს უკვე ერთდოულად შეუძლია!