8
Nov
2018

ფოტოგრაფიის საერთაშორისო კონკურსი

8 Nov 2018

„შენების ხელოვნება” ფოტოგრაფიის საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ როგორც დამწყებ ფოტოგრაფებს, ისე პროფესიონალებს. მისი ორგანიზატორია “Chartered Institute of Building”, რომელიც არის სამშენებლო მენეჯმენტისა და ხელმძღვანელობის სპეციალური ორგანო. კონკურსში მონაწილეობაზე დაწესებულია ასაკობრივი შეზღუდვა – მასში მონაწილეობა 18 და მეტი წლის ადამიანებს შეუძლიათ.

mBank QR
mBank QR

აღნიშნული პროექტის ძირითადი თემატიკა ეხება არქიტექტურასა და მის ინტერაქციას ადამიანებთან. კონკურსის მიზანია შენობების განსხვავებული კუთხით წარმოჩენა და საზოგადოების ამ შენობებთან დამოკიდებულებების, ურთიერთობის ასახვა.

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ სამი ფოტოსურათის გაგზავნა. მასში მონაწილეობა უფასოა. გამარჯვებული კი საჩუქრად 3,500 ევროს მიიღებს. ფოტოსურათების გადაგზავნის ბოლო ვადაა 12 ნოემბერი.

წინა წლების გამარჯვებულთა სურათების სანახავად გადადით ბმულზე. რეგისტრაციის მსურველები კი ეწვიეთ ვებ-გვერდს.

განხილვა