ფოტოაპარატის ფასს არ აქვს მნიშვნელობა – თქვენ მიერ გადაღებული ფოტოს ხარისხი და შინაარსი მთლიანად დამოკიდებულია იმ ისტორიაზე, რომლის გადმოცემასაც მისი გადაღებისას ცდილობთ, ასევე, იმაზე, თუ რამდენად კარგად იცნობთ თქვენს კამერას.
ამ მოსაზრების გასამყარებლად, Mango Street-ის ფოტოგრაფთა დუეტმა ექსპერიმენტი ჩაატარა. მათ მოიწვიეს მოყვარული ფოტოგრაფი, იმისათვის, რომ გადაეღო Canon EOS 5D Mark IV კამერით და 35 მმ f/1.4 II ლინზით. აღნიშნული კომპლექტი ღირს დაახლოებით 5000$. ექსპერიმენტში მონაწილე პროფესიონალი ფოტოგრაფები კი იღებდნენ 500$-იანი კომპლექტით. პროექტის ფარგლებში, 500$-იანი კამერით გადაღებული ყველა ფოტო შთამბეჭდავი გამოვიდა. ამგვარად, დამტკიცდა, რომ აპარატის ღირებულებას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია კონტექსტი.
Mango Street-ის ვიდეოკონსულტაცია დაეხმარება მათ, ვინც ფიქრობს ფოტოს ხარისხზე და ორიენტირებულია ეკონომიაზე. კამერის შეძენისას, არ არის საჭირო იმაზე ფიქრი, თუ როგორი ღირებულების მოწყობილობა გამოგადგებათ. მაღალი ხარისხის აღჭურვილობა შესაძლოა, მეორეხარისხოვანი იყოს, თქვენს ფოტოგრაფიულ საქმიანობაში.
მარკეტერი გთავაზობთ ექსპერიმენტის ამსახველ ვიდეოს:
აქვე, გთავაზობთ 5000 და 500$-იანი კამერებით გადაღებული ფოტოების შედარებით კოლაჟს.













