in

ერთი ქართველი და კიდევ 5 გამარჯვებული! ცნობილია ფოტოკონკურს „ქოლგას“ საუკეთესო ნამუშევრები

დაჯილდოება, წელს, ციფრულად გაიმართა!

წელს, უკვე მეოცედ გაიმართა ფოტოკონკურსი „ქოლგა“. წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი და მობილური ფოტო. საპრიზო ფონდი, 18 000 ლარი ამ ნომინაციებში გამარჯვებულებს ერგოთ.

გამარჯვებულები დღეს, 7 მაისს გამოცხადდა.

კონცეპტუალური ფოტოპროექტი


2020 წლის ამავე ნომინაციაში გამარჯვებულმა, გიორგი შენგელიამ გაგვიზიარა, რომ ამ კატეგორიაში ყველაზე მეტად ჟიური ანდრეა პიეტრო სინიორისა და ჯენიფერ ქრეინის ნამუშევრებმა მოხიბლა.

ანდრეა პიეტრო სინიორი – შეჩერებულია, სირიელი ლტოლვილების ცხოვრება სოფლად, მარჯიუნში, ლიბანური კრიზისის პირობებში

ჯენიფერ ქრეინი – კანონგარეშე, და სხვა წარუმატებელი პორტრეტები.

წარდგენილი იყო, ასევე, პაულო კუადრინი , ნამუშევრით – კორონავირუსის თერაპია.

ერთი კადრი

ქოლგის მრავალგზის მონაწილემ და გამარჯვებულმა, ლუიზა ჩალათაშვილმა გვამცნო, რომ ამ კატეგორიაში კასპარ კლაასენიმ გაიმარჯვა.

კასპარ კლაასენი – ბებიას ჩახუტება

ამავე კატეგორიაში წარდგენილები იყვნენ: ჯაკომო დ’ორლანდო, ნამუშევრით – ახალი გმირები და მაურო სკატოლინი – ძვირადღირებული კარანტინით.

რეპორტაჟი

ქოლგის მრავალგზის მონაწილესა და გამარჯვებულს, დინა ოგანოვას ალესიო პადუანოს გამოცხადება ერგო.

ალესიო პადუანო – კორონავირუსის პანდემია იტალიაშიამ ნომინაციაში წარდგენილები იყვნენ: მათიას იუნგი – ფრიდმუნტის ხეობა და ნიკოლო ფილიპო როსო – მწუხარებით შეპყრობილი.

დოკუმენტური ფოტოპროექტი

ნატა სოფრომაძე, „ქოლგის“ პირველი თაობის მონაწილემ და მრავალგზის გამარჯვებულმა გვამცნო, რომ ამ ჯატეგორიაში ემილ დუკემ მოიგო ჟიურის გული.

ემილ დუკე – მდინარე შუაში

ასევე, წარდგენილები იყვნენ: დიდიე დიზე – ბეიბი ბუმი, ფელიქს ადლერისა და თომას ვიქტორის მრუდის გასწორება, სიმონე ტრამონტე – ნულოვან ნარჩენებზე გადასვლა.

მობილური ერთი კადრი

დათო ქორიძეს, კატეგორია მობილური ფოტოს 2018 წლის გამარჯვებულს, ამ კატეგორიაში გამარჯვებული ქართველი მონაწილის, ზუკა კორტიკაძის გამოცხადება ხვდა წილად.

ზუკა კოტრიკაძე – სადგური წერეთელი

ამავე ნომინაციაში წარდგენილები იყვნენ: მარლენ ჰობერგერი – ცარიელი დღეები,
პაულო ნუნიეს დუშ სანტუში – სანამ მათ ეძინათ, ვაღინაკ ღაზარიანი – ჯარისკაცი ისვენებს.

ჟიურის წევრები იყვნენ: თინა შელჰორნი, ვანესა უინშიპი, გეორგ გეორგიუ, სტივენ ჩოუ, იენს ფრისი.

როგორ იქმნება პოსტ-პანდემიურ სამყაროში მომხმარებლის გამოცდილება?

მიუნხენის „ბაიერნი“ – პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს მთლიანად გააციფრულებს