ალჟირელი ქუჩის ფოტოგრაფი იმედ კოლი თავის კამერას ადამიანებთან დასაკავშირებლად იყენებს… ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მისი შემოქმედება ადამიანის მდგომარეობის შესწავლას მიეძღვნა — ძირითად აქცენტს კი საზოგადოების მიღმა დარჩენილ, ქუჩაში მცხოვრებ ხალხზე აკეთებდა.

პორტრეტული ფოტოები იმ სულიერ სამყაროებს ასახავს, რომელთა აღმოჩენაც ხშირად გვიჭირს ქუჩის ქაოსში. შუქ-ჩრდილის თამაშით, კოლი დრამატულ იერს სძენს ადამიანთა სახეებს და მათ თავისებურებებს გამოკვეთს. ფოტოგრაფი შავ-თეთრი ხელოვნებით აძლიერებს ემოციურ გავლენას, რათა მთელი სიმძაფრით გადმოგვცეს თითოეული ინდივიდის ტკივილი და მიტოვებულობის განცდა…
“ღრმა პირადი კავშირები, რომლებსაც ადამიანებთან ვამყარებ, ყველაფერია ჩემთვის. სურათები, რომლებსაც ვქმნი, გზის ბოლო ნაწილია — ყველაფერს მათკენ მივმართავ… სიყვარულს, რწმენას და ადამიანობას”, — ამბობს ფოტოგრაფი.




















