„8 თვის წინ, ჩემს მეგობარ გოგოსთან ერთად, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დავიწყე. ახლა დომინიკის რესპუბლიკაში ვართ და ვცდილობთ, ბოლო რამდენიმე თვეში გადაღებული ასობით ფოტოდან საუკეთესოები ავარჩიოთ. გვინდა, თქვენც ნახოთ, რა მშვენიერი და საინტერესოა მსოფლიო“, – ამბობს ბელგიელი ფოტოგრაფი იორის ჰერმანსი. მან, გრაფიკულ დიზაინერ იოანა ვინთერთან ერთად, 2018 წლის თებერვალში მსოფლიოს გარშემო დაიწყო მოგზაურობა და ონლაინ პლატფორმა The World Ahead Of Us² შექმნა. წყვილი იღებს სხვადსხვა ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ წეს-ჩვეულებებს. შემდეგ, თითოეულ ქვეყანას ვებგვერდის მკითხველს აცნობენ, აჩვენებენ, რეალურად, როგორ ცხოვრობენ იქ ადამიანები.