ცნობილი ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი ეწვია სავაჭრო ქსელ „გუდვილს“.
სანდოა თუ არა პროდუქცია რომელსაც ვყიდულობთ? – ამაზე ალბათ თითოეული ჩვენგანი დაფიქრებულა. კონტროლდება თუ არა ხარისხი მაღაზიებში და რამდენად გამჭირვალეა ეს პროცესი?
გოგა ჩანადირმა სწორედ ამ კითხვით მიმართა „გუდვილს“. ასე დაიწყო ძალიან სასარგებლო და საინტერესო ბლოგი http://www.goodwill.ge/blog-detail.php?id=6&&lang=ge
„შევეცდები გიპასუხოთ რამდენად ხარისხიანი პროდუქტები იყიდება საქართველოში, გამიგია, რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არისო. „გუდვილი“ შემოუერთდა ამ წამოწყებას და ერთად შემოგთავვაზებთ ვიდეოებს, სადაც დეტალურად პასუხი გაეცემა კითხვებს როგორიცაა: როგორ შემოდის და ინახება ხორც-პროდუქტი მარკეტებში, რა პირობებში მზადდება საკონდიტრო ნაწარმი, რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა პროდუქტების არჩევის დროს? და სხვ.“- ამბობს გოგა ჩანადირი.
ამ კამპანიაში შესაძლებელია ჩაერთოს ნებისმიერი ადამიანი. ამისთვის საჭიროა, პირდაპირ მიწეროთ გოგა ჩანადირს ან „გუდვილის“ ფეისბუკის გვერდს, დასვათ შეკითხვა და მიიღოთ შესაბამისი პასუხი.
[R]