18
Mar
2019

ბიზნესი და ვაჭრობა საქართველოში – ფოტომატიანე

18 Mar 2019

ვაჭრობასა და ბიზნესს, საქართველოში, დიდი ხნის ისტორია აქვს. წარმოგიდგენთ სხვადასხვა დროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც თავმოყრილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტში „ციფრული ფოტომატიანე

დუქანი მეიდანზე (ლალი გურაბანიძის სურათებიდან)
მაღაზია და სასადილო ერთ შენობაში. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდი (ავთანდილ გელაშვილის სურათი)
იყიდება თევზი (დავით გურამიშვილის ფოტო)
აქლემი ძველ თბილისში (ლიკა მამაცაშვილის სურათებიდან)
თიხის ნაწარმის მაღაზია (დიმიტრი ერმაკოვის ფოტო, ბაადურ ქობლიანიძის კოლექციიდან)
პურის საცხობი, მეწაღე და სამიკიტნო ძველ თბილისში (დიმიტრი ერმაკოვის ფოტო, ბაადურ ქობლიანიძის კოლექციიდან)
კინტოები ვაჭრობენ (დავით გურამიშვილის ფოტო)
საბაყლო დუქანი (დავით გურამიშვილის ფოტო)
ხალიჩებით მოვაჭრე (დავით გურამიშვილის ფოტო)
„გსმენიათ თამამშევის ქარვასლაზე, სადაც პირველი ოპერის თეატრი იყო განლაგებული? ეს ბატონი თვით გაბრიელ თამამშევია, ცნობილი თბილისური სავაჭრო დინასტიის წარმომადგენელი და იმ პერიოდში უაღრესად გავლენიანი პირი“.
(ალექსანდრე როინაშვილის მემკვიდრეობა)
ხორცის დუქანი (ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია)
ჩაი მომსახურებით (გამქრალი პროფესიებიდან)
ვაჭრობა სოფელში ლევილის კოლექცია (მფლობელი “ქართული კერა”)
ვაჭართა გილდიის კრება.
მარცხნიდან მესამე: დავით სარაჯიშვილი, მიქაელ არამიანცი, ალექსანდრე მანთაშოვი, ევგენი ზემელი. მარჯვნიდან მესამე: აკაკი ხოშტარია. მეორე რიგში მარცხნიდან მესამე: მელიქ აზარიანცი, მარჯვნიდან პირველი: ფრიდრიხ ვეტცელი. გადაღების თარიღი უცნობია.
(ბაადურ ქობლიანიძის სურათებიდან)
მეცენატი და ბიზნესმენი დავით სარაჯიშვილი მეუღლესთან ერთად


განხილვა