in

ნახეთ: 3 200 გაუმჟღავნებელ ფოტოფირზე აღბეჭდილი როკ-ენ-როლის ისტორია

ფოტოგრაფმა ჩარლზ დენიელსმა 1960-იანი წლების ბოლოდან საკუთარი კამერის ობიექტივში ისეთი ცნობილი როკერები მოაქცია, როგორებიც არიან როდ სტიუარტი, ჯიმი ჰენდრიქსი, პიტ ტაუნსენდი The Who-დან, სტივენ ტაილერი Aerosmith-დან და სხვები. თუმცა მისი ათიათასობით ფოტო არასოდეს გავრცელებულა — ისინი 3 200 გაუმჟღავნებელ ფოტოფირზეა შენახული.

BOG
BOG

დენიელსის ნამუშევრების დიდი ნაწილი მასაჩუსეტსშია გადაღებული, სადაც ცნობილი ბენდები ატარებდნენ კონცერტებს: Grateful Dead, Chicago, Neil Young, Frank Zappa, Pink Floyd, Fleetwood Mac, The Allman Brothers Band, Joe, The Who, Sly and the Family Stone და სხვები.

„The Tea Party 1967-დან 1970 წლამდე ორ ლოკაციაზე იყო ღია. მე კი ერთადერთი მასპინძელი ვიყავი“, — ამბობს დენიელსი.

ფოტოგრაფს მუსიკოსებმა Master Blaster-იც შეარქვეს და მას ყველა ისე აღიქვამდა, როგორც შესანიშნავ და ამავდროულად, მიუწვდომელ პიროვნებას. დენიელს ნამდვილად უყვარდა გადაღების პროცესი, მაგრამ არასდროს უთმობდა დროს ფოტოების გამჟღავნებას. მეტიც, ფოტოფირების უმეტესობა ნაგვის პარკებში ჰქონდა ჩაყრილი… თუმცა, სოციალური მედიის მეშვეობით, აქამდე უცნობი ისტორიული ფოტოები აქტიურად გავრცელდა ბოლო ორი წლის განმავლობაში.

„მე საერთოდ არ ვიყენებ სოციალურ ქსელებს, მაგრამ ჩემმა პარტნიორმა (მხატვარმა სიუზან ბარსტლერმა, რომელმაც დააარსა Nave Art Gallery), რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ის ძირითადად მუსიკალურ კადრებს აქვეყნებდა და საზოგადოების გამოხმაურებამ დაგვარწმუნა, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებდით“, — აღნიშნავს ფოტოგრაფი. თავის მხრივ, შენახული მასალა საკმაოდ ძველი და ძნელად დასამუშავებელი იყო, რისთვისაც სპეციალიზებული ლაბორატორიის ჩართვა გახდა საჭირო, კერძოდ, Film Rescue-ს.

თუ Fortnite-ის ახალ სეზონს შეიძენთ, თანხა უკრაინაში გადაირიცხება

მაიკ ტაისონის Mike Bites-ები კანაფის გემოთი