in ,

Photoshop 30 წლისაა – ნახეთ ვიდეო, სადაც პროგრამის პირველ ვერსიას გვიჩვენებენ

Lenovo
Lenovo

Adobe Photoshop დღეს 30 წლის გახდა. პროგრამა პირველად 1990 წელს გამოვიდა და ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გამოიყურებოდა მისი პირველი ვერსია და რა ფუნქციები ჰქონდა მას. აღსანიშნავია, რომ ვიდეო ორჯერ აჩქარებულია, რადგან ორიგინალი ვიდეო, 2009 წელს, როცა YouTube-ზე მის ატვირთვას ცდილობდნენ, იუთუბის 10 წუთიანი ვიდეოების ლიმიტს აჭარბებდა. ეს ნიშნავს, რომ პროგრამაში ფოტოს ჩატვირთვას, ან მის დაბლარვას ორჯერ მეტი დრო სჭირდებოდა, ვიდრე ვიდეოში ვხედავთ. ვიდეოში ფოტოშოპში 1986 წელს გამოშვებულ Macintosh Plus-ზე მუშაობენ. კომპიუტერს, ამ დროისათვის, 8MHz CPU და 4MB-იანი ოპერატიული მეხსიერება ჰქონდა.

მცირე ისტორიასაც რომ მოვყვეთ, Photoshop ძმებმა ჯონ და თომას ნოლებმა შექმნეს. ამ დროს პირველი Industrial Light & Magic-ში მუშაობდა, ხოლო მეორე კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით დოქტორანტი იყო. ფოტოშოპმა Adobe-ს ლიცენზია 1990 წლის 19 თებერვალს მიიღო. აქვე შეგიძლიათ ნახოთ დემო ვიდეო, სადაც ჯონ ნოლი მსოფლიოში პირველ დაფოტოშოპებულ გამოსახულებაზე მუშაობს. ეს არის მისი ცოლის ფოტო, რომელიც ბორა ბორაზეა გადაღებული.

 

“მთავარია, არ ვავნოთ გარემოს და საზოგადოებას” – ამბავი “გილიგანის” ჩანთებზე

22 თებერვალს თბილისში საერთაშორისო განათლების გამოფენა გაიმართება