in ,

Photoshop Elements 2026 და Premiere Elements 2026 AI ფუნქციებით ჩაეშვა!

Lenovo
Lenovo

ზოგჯერ შემოქმედებითობაშიც გვჭირდება წაშველება და Adobe-ც სწორედ ამას აკეთებს. კომპანიამ Photoshop Elements 2026 და Premiere Elements 2026 გამოუშვა, ორივე გენერაციული AI ფუნქციებით გაძლიერებული, რათა ფოტოებისა და ვიდეოების რედაქტირება ნაკლებად საქმეს, მეტად კი თამაშს დაემსგავსოს.

აღნიშნული ჩვეულებრივი კრეატორებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც ნამუშევრების პროფესიონალ დონეზე დახვეწა სურთ ისე, რომ ამისთვის Adobe-ს პლატფორმებში სირღმისეულად ჩახედვა არ მოუწიოთ…

Photoshop Elements 2026

იმის ნაცვლად, რომ ხელით ამოჭრან ან ფოტოები ერთმანეთს ფენებად დაადონ, მომხმარებლებს შეუძლიათ, შესაბამისი აღწერა მიუთითონ და შემდგომ Photoshop Elements-ს მისცენ საშუალება, დააგენერიროს ახალი ფონები, ობიექტები თუ სრული სურათები, იქნება ეს პარკში ველოსიპედის დამატება თუ ცაზე მზის: 

გაცვეთილი თუ გახუნებული სურათებისთვის კი Restore-ის ხელსაწყო იქნება, რომელიც ძველი სურათებისთვის თავდაპირველი ვიზუალის დაბრუნებაზე იზრუნებს:

ხოლო Remove-ის განახლებული ფუნქცია ფონზე ადამიანის ხელით ამოშლის საჭიროებისგან გაგათავისუფლებთ:

ფუქციების გარდა, Photoshop Elements 2026 უფრო მარტივ გამოცდილებას გვპირდება. ამისთვის QR კოდი შემოაქვს და, მაგალითად, თუ ნამუშევრის კომპიუტერში გადატანა მოგინდებათ, უბრალოდ ერთი დასკანერებით მოახერხებთ. ამასთან, უფასო წვდომას გვპირდება Adobe Express-ზე, რათა შაბლონები მოგვაწოდოს ბარათებისა თუ პოსტების გასაკეთებლად. 

Premiere Elements 2026

ახლა კი ვიდეოებისკენ გადავინაცვლოთ — Premiere Elements 2026 უკვე 360-გრადუსიან და ვირტუალური რეალობის ვიდეორედაქტირების საშუალებას იძლევა, სფერული კადრების, ტექსტებისა და გრაფიკების დამატება შესაძლებელი ხდება, შემდგომ კი მიღებული შედეგების ექსპორტი VR ყურსასმენებისთვის თუ ტრადიციულ ფორმატებში.

უფასო ჩაშენებულ Adobe Stock-ზეც მიიღებენ მომხმარებლები წვდომას, მათ შორის აუდიოკლიპებსა და ხმოვან ეფექტებზე, რაც მათ პროექტის მარტივად დასრულებაში შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება სათაურებს, ამისთვის ე. წ. მოუშენ შაბლონები და სტილის სხვადასხვა ვარიანტი დაგხვდებათ. ამას ემატება ისიც, რომ ბრაუზერი გარკვეულ ფონტებსა და დიზაინებს მომავალი პროექტებისთვის ხდის ხელმისაწვდომს.

რედაქტირების ხარისხიც უმჯობესდება — მომხმარებლებს კადრების ხელით მოჭრა შეუძლიათ, რათა ყურადღება ძირითად დეტალებზე მიაპყრონ; აქვთ შესაძლებლობა, დაასტაბილურონ რყევადი კადრები და ქრონოლოგიური ხარვეზებიც წაშალონ ერთდროულად. 

Photoshop Elements 2026 და Premiere Elements 2026 ხელმისაწვდომია Adobe.com-ზე, Amazon-სა და Best Buy-ზე. 

თუ პროფესიის შეცვლა გსურს, გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში სრული დაფინანსებით

ილუსტრაცია ბრენდისთვის ისევ ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყო ხდება