ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ონლაინ სივრცეში ისეთი კომპლექსური და გამოთვლითი ინტენსიური აპლიკაციის შექმნა, როგორიცაა Photoshop. თუმცა Adobe-მ გამოუშვა არა მხოლოდ Photoshop-ის, არამედ Illustrator-ის ვებ-ვერსია – დამატებით რამდენიმე ახალი ფუნქციით.
როგორც iPad-ზე Photoshop-ის გაშვებისას, ეს არ არის Photoshop-ისა და Illustrator-ის ინსტრუმენტების მთელი ნაკრები, მაგრამ ვებ აპლიკაციები საშუალებას გაძლევთ, გახსნათ დოკუმენტები და გააკეთოთ ძირითადი რედაქტირება. ასევე, შესაძლებელია კომენტარის გაკეთება და ნამუშევრების კოლაბორატორებთან გაზიარება. ამჟამად “ფოტოშოფის” ვებ-ვერსია ბეტა სახით არის ხელმისაწვდომი, ხოლო “ილუსტრატორი” ერთგვარი დახურული ბეტა ვერსიაა – მისი გამოყენება მხოლოდ მოწვეულ პირებს შეუძლიათ.
აპლიკაციების ვებ-ვერსიები იმავე ღრუბლოვან დოკუმენტებს იყენებს, რომლებიც Creative Cloud პროგრამული უზრუნველყოფის iPad ვერსიებშია საჭირო. კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა Creative Cloud-ის ონლაინ ვერსია – მას ახლავს ორი სრულიად ახალი ფუნქცია, Creative Cloud Spaces და Creative Cloud Canvas.
მოკლედ განვიხილოთ ორივე მათგანის მნიშვნელობა. Creative Cloud Spaces თქვენი გუნდის აქტივების ონლაინ საცავია, რომელიც კოლაბორაციულ და გაზიარებულ კონტენტს აერთიანებს ერთ ინტერფეისში. მასზე წვდომა შეგიძლიათCreative Cloud ვებ ინტერფეისის საშუალებით ან Photoshop-ში, Illustrator-ში, XD-და და Fresco-ში.
ხოლო Creative Cloud Canvas ინტერაქციული თანამშრომლობის სამუშაო სივრცეა. კომპანიის თანახმად, წევრებს შეუძლიათ, Creative Cloud-ის სხვა აპლიკაციებიდან “ტილოზე” განათავსონ ფორმები, ტექსტი, სტიკერები, ფოტოები და სამუშაო ფაილები. შედეგად, გუნდი რეალურ დროში თანამშრომლობას მიიღებს.
აპლიკაციის განახლებები: Photoshop და Illustrator
გარდა ვებისა, დესკტოპისა და პლანშეტების ვერსიებმაც მიიღო გარკვეული განახლება და ახალი ფუნქციები. მაგალითად, Photoshop-ს უფრო მძლავრი შერჩევის ხელსაწყო აქვს – Object Selector-ის მონიშვნისას, აპლიკაცია Sensei AI-ს იყენებს, რათა ფოტოზე ყველა ობიექტი აღმოაჩინოს.
ასევე, გასულ წელს Max-ის შოუზე წარმოდგენილი ფილტრები მეტად განვითარდა. ლანდშაფტის მიქსერის ახალი ფილტრები საშუალებას გაძლევთ, შეცვალოთ სეზონი – მაგალითად, ზაფხულიდან შემოდგომამდე. ან, შუადღის სცენას ისეთი ელფერი მიანიჭოთ, თითქოს მზის ჩასვლისას არის გადაღებული. ამასთანავე, საინტერესოა ფილტრი Color Replay, რომლის მეშვეობითაც ფერებსა და ტონებს ერთი სურათიდან მეორეზე გამოიყენებთ.
გარდა ამისა, ძირითადი განახლება მიიღო Gradients-ის ძველმა სარეზერვო რეჟიმმა. ახლა მომხმარებლებს არჩევანის სამი ვარიანტი გაქვთ – კლასიკური რეჟიმი, აღქმის რეჟიმი და ხაზოვანი რეჟიმი. ეს უკანასკნელი ემყარება იმას, თუ როგორ აღვიქვამთ სინათლეს.
ხოლო iPad ვერსიამ, მხოლოდ ერთი ფუნქციის დამატებით, უზარმაზარი განახლება მიიღო. უფრო კონკრეტულად, ეს არის Camera Raw. თუ ამ აპლიკაციის მომხმარებელი ხართ, გეცოდინებათ, რომ Raw ფაილების მიღება დიდ პრობლემას წარმოადგენდა iPad ვერსიაში.
რაც შეეხება Adobe Illustrator-ს, იგი მნიშვნელოვან განახლებებს არ შეიცავს. აპლიკაცია გაუმჯობესებულ 3D პანელს იღებს, განახლებული განათებით და დაჩრდილვით, რომელიც სხივების მიკვლევის ტექნოლოგიას იყენებს.
Lightroom-ის, Premiere Pro-სა და After Effects-ის განახლებები
Lightroom პროფესიონალი ფოტოგრაფების საყვარელი პროგრამაა. განახლებული აპლიკაცია თქვენი ნამუშევრების ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენის შესაძლებლობას მოიცავს, რათა თქვენს ფოტოებზე სხვებმაც შეძლონ თქვენს ფოტოებზე მაგიური შესაძლებლობების გამოყენება… ასევე, პროგრამაში წინასწარ გამოჩნდება AI-ს მიერ რეკომენდირებული წინასწარი პარამეტრები.
Adobe-მ Premiere Pro-ს განახლებაზეც იზრუნა და მას საუკეთესო ფუნქცია Simplify Sequence დაუმატა. ეს უკანასკნელი გათავისუფლებთ გამოუყენებელი ტრეკებისგან, ხარვეზებისა და ეფექტებისგან. ამჟამად ფორმატის მხარდაჭერა 10-ბიტიან და HDR მედიაზე ვრცელდება, რომლებიც სარკისებური და iPhone-ის კამერებიდან არის გადაღებული.
დაბოლოს, After Effect-ის გაუმჯობესება მრავალი კადრის დარენდერებას, ნაგულისხმევ გადახედვას, კომპოზიციის პროფილერს და რენდერის განახლებულ რიგს მოიცავს.