8-წლიანი განვითარების შემდეგ GNU Image Manipulation Program (GIMP) ახალ ეპოქას 3.0 ვერსიით იწყებს. სურათების რედაქტირების პროგრამა უფასოდ მრავალ შესაძლებლობას გვთავაზობს. ე. წ. არადესტრუქციული რედაქტირებით, მომხმარებელთა განახლებული ინტერფეისითა და პროფესიულ სამუშაო პროცესებთან თავსებადობით, უკეთეს ალტერნატივად იქცევა კრეატორებისთვის, რომელთაც Photoshop-ისთვის თავის არიდება სურთ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება GTK3-ზე გადასვლაა, რომელიც აუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას Wayland-ისა და HiDPI-ის საშუალებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროგრამის ვიზუალის პირად საჭიროებებზე მორგების საშუალებას მოგცემთ. მეტიც, Adobe RGB-ს ფერებით უკეთეს გამოსახულებებს შესთავაზებს ფოტოგრაფებსა თუ ციფრულ არტისტებს.
ზემოთ ხსენებულ არადესტრუქციულ რედაქტირებაში კი ის იგულისხმება, რომ მომხმარებლებს ფილტრებისა და ეფექტების გამოყენება ორიგინალი სურათის მუდმივად შეცვლის საჭიროების გარეშე შეეძლებათ. ეს განახლება კი ინდუსტრიის სტანდარტებს შეესაბამება და შემოქმედებით მოქნილობასაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
ტექსტების კუთხითაც უფრო მეტ არჩევანს გვთავაზობენ და რეალურ დროში მიღებული შედეგის ნახვის შესაძლებლობასაც გვაძლევენ.
ფუნქციური განახლების გარდა, GIMP 3.0 განახლებულ ლოგოს გვაცნობს, რითაც პლატფორმის ევოლუციაზე მიუთითებს. მეტიც, გვეუბნებიან, რომ ფოტოშოფის უფასო ალტერნატივის უახლესი განახლება მომავალში მრავალი ფუნქციის გამოშვების საფუძველია…
ახალი ვერსიის გადმოწერას Windows-ზე, macOS-სა და Linux-ზე შეძლებთ.