in

საერთაშორისო PHP კონფერენცია თბილისში 3-4 მაისი

php-conference

2014 წლის 3-4 მაისს TIFLIS BUSINESS CENTRE-ში ჩატარდება საერთაშორისო PHP კონფერენცია , რომლის ორგანიზატორებიც იქნებიან საქართველოს უნივერსიტეტის „UG Group”-ი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურისტული სააგენტო „შოკ თრეველი“, ITDC და CIRCLE.GE; კონფერენციის გენერალური სპონსორები და მხარდამჭერები არიან : საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასუს ონლაინი, YOULOOK, ბაზის ბანკი, არდი ჯგუფი, Marketer.ge, რადიო კომერსანტი,  MBC, IDS Borjomi. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ცნობილი და გავლენიანი კომპანიები: ZEND Technologies,  ORACLE, Microsoft, UBIT, ITDC, GFSIS, SCANDIWEB.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება MINI HACK, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ჯგუფი დაკომპლექტებული 2-3 ადამიანისგან, გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემა პრიზები ღონისძიების სპონსორი და პარტნიორი კომპანიებისაგან.

სესიების პარალელურად, მოეწყობა კომპანიების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპონსორები, პარტნიორები ორგანიზაციები. ისინი გააცნობენ და ინფორმაციას მიაწვდიან დამსწრე საზოგადოებას თუ რას საქმიანობენ და ა.შ.

ამ კონფერენციის მეშვეობით ვებ დეველოპერებს საშუალება ექნებათ მოისმინონ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მოხსენებები, გაიზიარონ მათი გამოცდილება, დაუსვან კითხვები პროფესიონალებს და ესაუბრონ მათთვის საინტერესო საკითხებზე, ასევე გაეცნონ მსოფლიოში არსებულ სიახლეებს. კონფერენციის მიზანია გააცნოს კავკასიაში მოღვაწე ვებ დეველოპერებს მსოფლიოს ვებ ტექნოლოგოების სიახლეები. ეს კონფერენცია კავკასიის ვებ დეველოპერებს აძლევს შანსს ინტეგრირდნენ მსოფლიო დეველოპმენტის სამყაროში და გადადგან კიდევ ერთი ნაბიჯი პროფესიული განვითარებისაკენ.

დამსწრეების რაოდენობა 250 ადამიანს აღემატება. აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ირანი, ინდონეზია, რუმინეთი, ლიტვა – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლიდანაც ველოდებით საერთაშორისო 60 დამსწრეს.

პროექტის ოფიციალური FB გვერდი:

https://www.facebook.com/ugcon

http://phpconference.ge/

Etam-ის სახე ნატალია ვოდიანოვა გახდა

გათხოვდება და ქმარი მიხედავს! – დაანგრიე სტერეოტიპი, შეიცვალე აზრი.