წარმოგიდგენთ დღის გამონათქვამებს AD Black Sea 2018-დან!
ლუკას გრეგორასი, Partners Y&R, Cyprus-ის თანა-დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი: ექსპერიმენტული მარკეტინგის განვითარება ორმა ფაქტორმა, ტექნოლოგიურმა რევოლუციამ და ინდუსტრიაში მილენიალების სიმრავლემ განაპირობა. მათ ხომ ყველანაირი ექსპერიმენტი და გამოცდილება აინტერესებთ. ამას დაემატა სოციალური მედიის განვითარებაც. და საბოლოოდ მივიღეთ, რომ დღეს, ექსპერიმენტული მარკეტინგი უფრო საჭიროა, ვიდრე ტრენდული.
ივეტა დელიკატნაია, Ecomm agency და NGO Change Communication-ის პარტნიორი: ტექნოლოგია არის ძალა, რომელიც მწირ მასალას ნაყოფიერ პროდუქტად აქცევს.
ჯულიან ბოულდინგი, Thenetworkone-ის პრეზიდენტი: ბევრი ფულის ქონა არ ნიშნავს კრეატიულობას.
ლუნა მაურერი, MONIKER-ის კრეატიული დირექტორი: შენ საქმეს აკეთებ, კლიენტი კი გენდობა, მოგყვება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც ნდობაზეა დამოკიდებული. არ აქვს მნიშვნელობა, მოიგებ თუ წააგებ. მთავარია, არ გაჩერდე და განაგრძო შენი საქმის კეთება.
რომულუს პეტკანი, Publicis Romania-ს კრეატიული ჯგუფის დირექტორი: ეცადეთ, რაიმე განსხვავებული და კრეატიული მოფიქროთ. თუმცა, ეს, არც ერთ შემთხვევაში, არ ნიშნავს გიჟურ იდეას.
დანილო კაპტიუხი, FAMILY production-ის აღმასრულებელი პროდიუსერი: დრო გადის, იცვლება პლატფორმები, ტრენდები, ინსტრუმენტები, მაგრამ შემოქმედებით ინდუსტრიაში ერთი რამ უცვლელია, როგორც ყოველთვის, დღესაც აუცილებელია კრეატიული იდეა.