27
Nov
2018

ფრაზები, რომლითაც მიხვდებით, პარტნიორს ენდოთ, თუ არა

27 Nov 2018

ვისთან ღირს საქმის დაჭერა? იქნებ, განწირული ხარ იმედგაცრუებისთვის… რომ თანამშრომელი, კონტრაქტორი, ბიზნესპარტნიორი შენს მოლოდინებს ვერ გაამართლებს? არსებობს რაღაც ნიშნები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც, ნეგატიურ შედეგებს თავიდან აირიდებთ. შესაძლებელია, ეს ნიშნები იყოს: ხმის გაბზარული ტონი, კონკრეტული სიტყვები, უჩვეულო, ე.წ. დევიაციური ქცევაც… თუმცა, ფრაზები ყოველთვის ყველაზე ბევრს გვეუბნებიან:

statiebi-bog
statiebi-bog

„ყველაფერს გავაკეთებ“
ფაქტობრივად, ეს გაფრთხილებაა! რას ნიშნავს, „ყველაფერს გავაკეთებ?!“ – ადამიანმა უკვე იცის, რომ მას დავალების ბოლომდე შესრულება არ შეუძლია და რაც უნდა მოხდეს, შედეგი იქნება დაუმთავრებელი საქმე.

„მოგვიანებით მივუბრუნდეთ ამ თემას“
ხშირად მოისმენთ ამ ფრაზას სავაჭრო გამოფენებზე და ეს არც მეტი, არც ნაკლები, საპირისპიროზე მეტყველებს. თქვენ ამ თემას აღარ დაუბრუნდებით.

„რაღაც იდეები მეც მაქვს“
ზუსტად ეს არის „წითელი ალამი“. ეს ზღვარია. თუ კარგი იდეის შესრულებას გთხოვენ, რაღა საჭიროა ზედმეტი საუბარი?! მიდი და გააკეთე…

„ვეცდები“
ეს კოდური სიტყვაა. ეს ნიშნავს: „ვიცი, რომ ვერ გავაკეთებ“.

„რეალურად…“
თითქოს ნეიტრალური სიტყვაა, არა? თუმცა, ის, ნეგატიური დასასრულისკენ ზომიერად მიუთითებს. „იცი, მე უკვე დავუკავშირდი შესაბამის ადამიანებს, თუმცა, რეალურად, ნაკლები შანსია იმისა, რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდეს“… რაღაც ასეთი.

რა თქმა უნდა, ეს პარტნიორის ამოცნობის უტყუარი რეცეპტი არაა, თუმცა, აბა, სცადეთ. იქნებ, ამ რჩევების გათვალისწინებით, უსიამოვნებები აირიდოთ? თუმცა, თუ ვერ აირიდებთ, არც ეს არის ტრაგედია. მთავარია, შეცდომებისგან ვისწავლოთ და მას გამოცდილება დავარქვათ.

წყარო: inc.com



განხილვა