in

“Phree”- ახალი თაობის ელექტრო კალამი

შემთხვევა, როდესაც სასწრაფოდ რაიმე უნდა ჩაიწეროთ ან, რაღაცა მოგაფიქრდათ და სანამ დაგავიწყდებათ ფურცელზე უნდა გადაიტანოთ, მაგრამ ვერ აკეთებთ ფურცლის არქონის გამო.

თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრას ცდილობენ და სწორედ ამიტომ ერთ-ერთი სასიამოვნო სიახლე შემოგვთავაზეს.

“Phree” – ინოვაციური კალამი, რომელიც წერს და ამავდროულად არ წერს. მექანიზმი ასეთია: ელექტრო კალმით ნებისმიერ ზედაპირზე, იქნება ეს ხელის გული თუ მაგიდა დაწერთ იმას, რაც გსურთ. კალამი თქვენი ხელის მოძრაობას დაიმახსოვრებს და მონაცემებს სმარტფონში გადააგზავნის. შედეგად მონაცემები ინახება და იდეები ან ინფორმაცია აღარ იკარგება.

მოწყობილობა სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მუშაობს და მონაცემების მომხმარებლისთვის სასურველ ფორმატში დამახსოვრებაც შეუძლია.

პროექტი kickstarter.com-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

0ed9d83afeef8e3e242cd2fe58d6f7ae_original 2 (1) 3403d587765f69490f6e9a5f9740859d_original

 

301bb3f82a619e63d0daacbb66c48310_originald8cf9a51c532bcc999e64c722efd3f4e_original

მესის შოკოლადის ცრემლები