7
Apr
2017

საერთაშორისოდ აღიარებული Professional in Human Resources International გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

7 Apr 2017

კომპანია Be Mark Groupი დინამიურად განვითარებადი ბიზნეს ცენტრია. “ჩვენ უკვე 5 წელზე მეტია, რაც აქტიურად ვოპერირებთ ბაზარზე, როგორც მაღალი დონის მომსახურების მიმწოდებელი კომპანია საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და სარეკლამო მიმართულებებით. ამ ეტაპზე,  პირველად საქართველოში,   მომხმარებელს ვთავაზობთ  საერთაშორისოდ აღიარებული Professional in Human Resources International ( PHRi) გამოცდისთვისათვის მომზადებას.”- ლიკა ხუნწარია , ბიმარკის წარმომადგენელი

რა არის PHRi სერტიფიცირება ?

PHRi არის საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ტიტული, რომელსაც გვთავაზობს ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტი (HRCI).

HRCI მსოფლიო მასშტაბით ლიდერი კომპანიაა, რომელიც აწესებს ოქროს სტანდარტს ადამიანური რესურსების მართვის კუთხით.

ინსტიტუტი უკვე 40 წლის განმავლობაში ანიჭებს საერთაშორისოდ აღიარებულ პროფესიულ ტიტულს პროფესიონალებს მსოფლიოს მასშტაბით. 140,000-ზე მეტი ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალი უკვე სერტიფიცირებულია 100 ქვეყანაში ოფიციალური გამოცდის საფუძველზე.

თეა ბოკუჩავა (ტრენერი) :  “ტიტულის მოპოვება გამოგარჩევთ, როგორც უმაღლესი კლასის, საერთაშორისო დონის ექსპერტს. ტიტული დამსაქმებლისთვის ნათელს ხდის რომ თქვენ დასაბუთებულად გაქვთ უნარები, ცოდნა კომპეტენცია საჭირო იმისთვის რომ მართოთ ბიზნეს შედეგი. თქვენ მოხვდებით ტიტოლოვან სპეციალისტთა მონაცამთა ბაზაში. საერთაშორისო ან მაღალი ორგანიზაციული სტანდარტით მომუშავე დამსაქმებელი ორგანიზაციები პირველ რიგში ამ ბაზებში ეძიებენ მომავალ თანამშრომლებს. ბოლო დროს ჩატარებული კვლევები ცხადყოფს რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ ტიტულის მქონე HR სპეციალისტებს აქვთ უფრო მაღალი დასაქმების კოეფიციენტი, სწრაფი კარიერული წინსვლა, მაღალი კომპენსაცია, სამუშაოს მაღალი ეფექტიანობა და სამუშაოთი კმაყოფილების უფრო მაღალი კოეფიციენტი არა სერტიფიცირებულ კოლეგებთან შედარებით იხ. HumRRO Study ასევე 2016 წელს ჩატარებული კვლევა 2016 study აჩვენებს რომ იმ ორგანიზაციების შემოსავლები 25% უფრო სწრაფად იზრდება რომლებსაც 5-ზე მეტი HRCI-ის მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი ყავთ დასაქმებული.”

ტიტულის მოპოვების შემთხვევაში თქვენს რეზიუმეში და ან პროფესიულ ქსელებში თქვენი სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითებთ თქვენს ტიტულს. მაგ. John Smith, PHRi.

გამოცდაზე გასასვლელი პრერეკვიზიტები:

  • ადამიანური რესურსების მართვის კუთხით მინუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება + მაგისტრის დიპლომი ან შესაბამისი ეკვივალენტი ან
  • ადამიანური რესურსების მართვის კუთხით მინუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება + ბაკალავრის დიპლომი ან შესაბამისი ეკვივალენტი ან
  • ადამიანური რესურსების მართვის კუთხით მინუმ 4 წელი მუშაობის გამოცდილება + სკოლოს დიპლომი

დამატებითი ინფორმაცია გამოცდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.hrci.org/our-programs/our-certifications/PHRi

გამოცდა ტარდება ინგლისურ ენაზე. ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე. თუმცა, ტრენინგის მასალები, სახელმძღვანელო, ტესტები და სავარჯიშოები იქნება ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, მონაწილეებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა.

გამოცდის ჩაბარების საფასურია 275 აშშ დოლარი (75 აშშ დოლარი აპლიკაციის ფორმა + 200 აშშ დოლარი გამოცდის ჩაბარების საფასური), რასაც თავად მონაწილე იხდის ინტერნეტით. გამოცდის ჩაბარება ხდება American Councils-ის ოფისში (მისამართი ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი ჩიხი 1, ადრე ჭავჭავაძის 35 ა).

შენიშვნა: აღნიშნული ტრენინგი წარმოადგებნს PHRi გამოცდის მოსამზადებელ კურსს, მიუხედავად ამისა ეს ტრენინგი გამოსადეგი იქნება იმ მონაწილეებისთვისაც ვინც აპირებს SPHRi და aPHR სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარებას.

გამოცდის წონითი კატეგორიები ფუნქციონალური სფეროების მიხედვით, იხ. (გამოცდის პროგრამა):

  1. პერსონალის შერჩევა (22%)
  2. შრომითი ურთიერთობების და კომუნიკაციის მართვა (20%)
  3. ტრენინგი და განვითარება (15%)
  4. შრომის კომპენსაცია და სარგებელი (14%)
  5. HR ადმინისტრირება (22%)
  6. ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ნორმები (7%)

შენიშვნა: ტრენინგ ცენტრი არ იღებს პასუხისმგებლობას კანდიდატის მიერ PHRi გამოცდის ვერ ჩაბარების შემთხვევაში, რადგან შედეგები დამოკიდებულია კანდიდატის ინდივიდუალურ მონაცემებზე , მომზადების ხარისხზე და ტრენერის მიერ დარიგებული მასალის მომზადებაზე. ტრენინგის დასრულებისას Be Mark- გასცემს სერტიფიკატს მონაწილის მიერ HR-ის სრული კურსის გავლის შესახებ.

 დამატებითი ინფორმაციისთვის , ეწვიეთ ბმულს :    www.facebook.com/bemark.ge/

[R]

განხილვა