დაზოგე სანტას დრო და დაიწყე #phubbing! – სოციალური შოპინგისთვის განკუთვნილი ციფრული პლატფორმა – Phubber საახალწლოდ სანტას ფუნქციას ითავსებს და აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებელს უამრავი სასიამოვნო ნივთის აღმოჩენას ჰპირდება როგორც საკუთარი თავის, ისე მისთვის ძვირფასი ადამიანებისთვის.
ამის შესახებ აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ კი, ბრენდი Hammock studio-სთან თანამშრომლობას ირჩევს და სათქმელს მის მიერ შესრულებული ვიდეორგოლის საშუალებით აზიარებს: Phubber საუკეთესო გადაწყვეტილებაა საახალწლო საჩუქრების შერჩევისა თუ მათი განსაკუთრებულად შეფუთვის მსურველებისთვის.
თუმცა, ნამუშევარში მთავარი აქცენტი განწყობაზე კეთდება… უფრო ზუსტად, ბედნიერებაზე და ამ ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ სასიამოვნო შეგრძნებებზე – „ფაბერზე“ შოპინგითა და ამანათის მიღების მოულოდნელობის ეფექტით რომაა გამოწვეული.
შესაბამისად, მთავარი ამოცანაც სწორედ ესაა – იმ დადებითი ემოციის ვიზუალურად ჩვენება, რაც ბრენდის მომხმარებლებთან ურთიერთობას მოჰყვება ხოლმე.
შეაფასეთ ნამუშევარი, თავადვე გამოცადეთ Phubber და დაამყარეთ ბრენდთან ემოციური კავშირი.
გადმოწერეთ აპლიკაცია: App Store & Google Play-დან
ვებგვერდს ეწვიეთ: https://www.phubber.ge
რეჟისორი: გიორგი მაისურაძე
რეჟისორის ასისტენტი: ქეთევან ბარბაქაძე
ოპერატორი: ლევან მაისურაძე
მონტაჟი: ელენე მგელაძე
მაკიაჟი: მეკო მარდალეიშვილი
დიზაინერები: გიორგი ქებურია, დალოოდი, გვანცა ჯანაშია, აკა ნანიტა
მოდელები: ლიკა რიგვავა, ირინკა ჯიჯიხია, გიორგი ჩუგოშვილი, ჰიუგო ბოსს
განსაკუთრებული მადლობა Vazisubani Estate • ვაზისუბნის მამული
[R]












